„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით სამეგრელოში 20 -ზე მეტი პირი დააკავეს - ადვოკატი
ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას ინფორმაციით, დაკავებულები სამეგრელო- ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობაში გადაიყვანეს.
„ჯერჯერობით ჩემი დაცვის ქვეშს მყოფს არ შევხვედრივარ. საგამოძიებო მოქმედებები არ არის დაწყებული. როგორც მითხრეს, მათ სავარაუდოდ, ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან“, - უთხრა „ლაივპრესს“ იოსებ ჯანაშიამ.
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე არ ადასტურებენ.