აბაშაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ათამდე ადამიანი დაშავდა
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ეს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.