ახალი ამბები
ჩცდ-ს მსახიობი ზუგდიდის თეატრში ითამაშებს
ზუგდიდის თეატრალურ დასს ახალი წევრი ჰყავს - ზურაბ ანთელავა. თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მას ასამდე როლი აქვს ნათამაშევი თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე. უთამაშია რამდენიმე ფილმშიც - „ხარება და გოგია“, „დათა თუთაშხია, „ათოვდა ზამთრის ბაღებს“, „ხიბულა“ და სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“, სადაც კვაზი მანტკავას როლი შეასრულა.

ზურაბ ანთელავა იყო სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასის წევრი. ის არის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

„გვიხარია, რომ ბატონი ზურაბი ჩვენი გუნდის წევრი გახდა. ვუსურვებთ ნაყოფიერ და წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობას“, - ნათქვამია თეატრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.