ზუგდიდში ერთი შერეული და ხუთი სხვადასხვა სახეობის სპორტული სკოლა გაიხსნება
ცენტრის დირექტორმა გოჩა ჩიქოვანმა „ლაივპრესს“ უთხრა, რომ საჯარო რეესტრს სტრუქტურული ცვლილებების რეგისტრაციის მიზნით უკვე მიმართა. ეს სკოლები სავარაუდოდ აპრილიდან ამოქმედდება.
„ფასიანი იქნება თუ არა, ამაზე დადგენილება საბოლოოდ საკრებულომ უნდა მიიღოს. მიდის მუშაობა. მაგრამ ფასიანი სპორტის ყველა სახეობა არ იქნება“, - განმარტა მან.
რაც შეეხება ჰოკეის, ეს განყოფილება სხვა განყოფილებების მსგავსად უქმდება. თუკი იქნება მოთხოვნა ამ სახეობაზე, გოჩა ჩიქოვანის თქმით, ფიგურული სრიალის სასპორტო სკოლის ბაზაზე ჯგუფი ჩამოყალიბდება.
ზუგდიდში წლებია ჰოკეის განყოფილება მოქმედებდა, მიუხედავად იმისა, რომ აქ არც არასდროს ჰყოლიათ ჰოკეის გუნდი. არც შესაბამისი ინფრასტრუქტურა.