ზუგდიდში ეკატერინე ჭავჭავაძის ძეგლის დადგმას და მისი სახელობის სკვერის მოწყობას ითხოვენ
„დედოფალ ეკატერინეს უდიდესი როლი მიუძღვის ზუგდიდის, როგორც ევროპული ქალაქის განვითარებაში როგორც არქიტექტურული, ისე კულტურული თვალსაზრისით. დიდია დედოფალ ეკატერინეს, როლი როგორც ქალი ლიდერისა, რომელსაც უმძიმეს პერიოდში მოუწია სამთავრობოს მართვა“, - ნათქვამია ფრაქციის განცხადებაში, რომელის საკრებულოში დაარეგიისტრირა.
ენმ ითხოვს ასევე, რომ ეკატერინე ჭავჭავაძის სკულპტურის შექმნაზე ინიციატივა საჯაროდ განიხილონ.