ახალი ამბები
გალში ყველიერის აღსანიშნავად 2000 ბლინს დააცხობენ
ყველიერის დღესასწაულს გალსა და ოჩამჩირეში ბლინების ცხობით აღნიშნავენ. დღეს გალში, ხვალ კი ოჩამჩირეში 2000-მდე ბლინს დააცხობენ. „აფხაზია ლაიფის“ ცნობით, ყოველწლიურად დღესასწაულზე მომსვლელი სტუმრების რაოდენობა იზრდება.

„ამას ვადგენთ გაყიდული ბლინების რაოდენობით. მაგალითად, თუ წინა წელს ვაცხობდით 500 ცალს, წელს თითოეულ რაიონში ვგეგმავთ 2000-ის დამზადებას. ამასთან წელს დავამატეთ სპორტული ღონისძიებებიც“, - თქვა საზოგადოებრივი გაერთიანება „რუსეთის თანამეგობრობა ოჩამჩირესა და გალში" თავმჯდომარე ალა მოკრიცკომ. ღონისძიემა აფხაზეთში უკვე მეხუთედ ტარდება.