მე მაქვს უფლება - ქალების აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
აქციის მონაწილეებმა ქუჩაში გამვლელებს სთხოვეს, რომ დაფაზე დაეწერათ, თუ რისი უფლება აქვთ ქალებს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ციცინო შენგელიას თქმით, აქციის მიზანია, პარლამეტში განსახილველად მომზადებული კანონპროექტის მხარდაჭერა, რომელიც სექსუალურ შევიწროებას ეხება.

„ჩვენ გვაქვს უფლება, ვიყოთ სექსუალურები, ვიყოთ დასაქმებულები და გვიცავდეს კანონი. ძალიან მიშვნელოვანია, რომ მოხდეს სექსუალური შევიწროების შესახებ კანონის მიღება, რადგან კანონი უნდა მიცავდეს მე, როგორც ქალს, ყოველგვარი შევიწროებისგან“, - განაცხადა ციცინო შენგელიამ.
ორგანიზაციის განმარტებით, ძალადობის ეროვნული კვლევის თანახმად, საქართველოში დაახლოებით 17 000 ქალი მეუღლის, ან პარტნიორის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. დაახლოებით 20 000 ქალს სექსუალური ძალადობა სხვა პირის მხრიდან განუცდია.