100 წელს გადაცილებულ ქალებს ზუგდიდში 8 მარტი მიულოცეს

მერის მოვალეობის შემსრულებელმა და ვიცე-მერმა საშა კაკულიას, ვენერა გაწერელიას, ვალია ქირიასა და შურა პაჭკორიას საჩუქრად თაიგულები და საოჯახო ტექნიკა გადასცეს.

ერთ-ერთი ქალბატონი, ვენერა გაწერელია დღეს 109 წლის გახდა. მას 52 შთამომავალი ჰყავს.

100 წელს გადაცილებულებს ყოველწლიურად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ლარი ერიცხებათ.