ახალი ამბები
ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 ადამიანის ნეშტი ამოიცნეს
FaceBook Twitter
E-mail Print
1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 ადამიანის ნეშტია ამოცნობილი. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცნობით, უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 პირის ოჯახის წევრებს აცნობეს, რომ ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად ამოცნობილია მათი ახლობლების ნეშტები.

„ჩვენთვის, როგორც ორგანიზაციისათვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მუშაობის კონკრეტულ შედეგს, იმ ფაქტს, რომ ოჯახები იღებენ პასუხს უგზო-უკვლოდ დაკარგული ახლობლების შესახებ. ჩვენმა მცდელობებმა შედეგი გამოიღო - დასრულდა გაურკვევლობის ათწლეულები 23 ქართველი, აფხაზი და ოსი გაუჩინარებული ადამიანის ოჯახისთვის“, - განაცხადა ნიკოლა ფლორიმ, წჯსკ-ს ოპერატიული საქმიანობის კოორდინატორმა ევრაზიის რეგიონში.

1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტებთან დაკავშირებით 2300-მდე პირი (როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო) კვლავ დაკარგულად ითვლება. 2013 წლიდან დღემდე 500-მდე ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, 200 მათგანი ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა.

ოჯახებს ნეშტები დასაკრძალად უახლოეს დღეებში გადაეცემათ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
არ მინდა შევყვე ხაზარაძის სამწუხარო პოლემიკას, ვინაიდან ბევრად მეტი
18:10 / 18.09.2019
არ მინდა შევყვე ხაზარაძის სამწუხარო პოლემიკას, ვინაიდან ბევრად მეტი
სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით,
16:05 / 18.09.2019
სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით,
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში
15:00 / 18.09.2019
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ცნობით,
14:35 / 18.09.2019
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ცნობით,
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად
ფოტო
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი დაზიანებულია,
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.