ახალი ამბები
აფხაზეთის მცხოვრებლები 35 ათას ლარამდე გრანტს მიიღებენ
FaceBook Twitter
E-mail Print
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებლებს შეეძლებათ ინდივიდუალური, ან ერთობლივი პროექტებისთვის 7-დან 35 ათას ლარამდე მოცულობის გრანტი მიიღონ. ამის შესახებ ქეთევან ცოხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პროგრამას სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში ახორციელებენ. მინისტრი ამბობს, რომ 25 წლის განმავლობაში პირველად, რაც ეს კონფლიქტი არსებობს, ფინანსური რესურსები ხელმისაწვდომი ხდება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისთვის, ასევე 18 წელს მიღწეული ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის და იმ პირებისთვის, ვინც რეგისტრირებულია ახალი წესით - სტატუსნეიტრალური რეგისტრაციის ფორმით.

„მათ ექნებათ შესაძლებლობა, ინდივიდუალური ან ერთობლივი პროექტებისთვის მიიღონ 7-დან 35 ათას ლარამდე გრანტი. 7 ათასი ლარის მოცულობის გრანტი გაიცემა ინივიდუალურ პროექტზე, ხოლო 15, 20 და 35 ათასი ლარის ოდენობის ერთობლივ პროექტებზე, რომელიც წაახალისებს ეკონომიკურ საქმიანობასაც და რაც მთავარია, ვაჭრობას გამყოფი ხაზების გასწვრივ“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, დღეიდან უკვე შესაძლებელი იქნება განაცხადების მიღება.

პროგრამა ხორციელდება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სიპ-ის მიერ, რომელიც განთავსდება ეკონომიკის სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სამინისტროს ვებ-გვერდებზე.

მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, განაცხადი ქართულთან ერთად, აფხაზურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე შეავსონ.

ქეთევან ციხელაშვილი იმედოვნებს, რომ პროგრამა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მოსახლეობის დახმარების და ნდობის მშენებლობის საკითხებში.

საწყის ეტაპზე ინიციატივის განსახორციელებლად ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო.

მანამდე სიახლის შესახებ მთავრობის მეთაურმა ისაუბრა. მამუკა ბახტაძის თქმით, პროექტი მიზნად ისახავს გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოქალაქეთა ეკონომიკურ სიძლიერესა და გამყოფი ხაზებით დაშორებული ადამიანების დაახლოებას.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ე.წ. არჩევნებს, ისევე როგორც სხვა მსგავს პროცესებს ვერ ექნება
ვერანაირი
19:30 / 25.08.2019
ე.წ. არჩევნებს, ისევე როგორც სხვა მსგავს პროცესებს ვერ ექნება ვერანაირი
საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე არჩევნებს
18:58 / 25.08.2019
საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე არჩევნებს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აღიარებს აფხაზეთში მიმდინარე
დე
17:45 / 25.08.2019
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აღიარებს აფხაზეთში მიმდინარე დე
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებზე ყველაზე მეტი პროცენტული
აქტივობა
15:24 / 25.08.2019
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებზე ყველაზე მეტი პროცენტული აქტივობა
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.