ახალი ამბები
საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებაზე ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები სოხუმში ისაუბრებენ - ციხელაშვილი
FaceBook Twitter
E-mail Print
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი გალში, 29 წლის ქართველი ახალგაზრდის შესაძლო თვითმკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა. მისი სიტყვებით, ძალიან მნიშვნელოვანია დადგინდეს ზუსტი და ობიექტური გარემოებები ამ ძალიან მძიმე ფაქტთან დაკავშირებით.

როგორც მინისტრმა განმარტა, გალში საქართველოს მოქალაქის, გარდაცვალების საკითხზე ჟენევის დისკუსიების სამივე თანათავმჯდომარე სოხუმში ისაუბრებს.

„მოწოდებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობის ფაქტს. ცხადია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ახლა ის, რომ დადგინდეს ზუსტი და ობიექტური გარემოებები ამ ძალიან მძიმე ფაქტთან დაკავშირებით.

ფაქტობრივად მყისიერად იქნა ამოქმედებული ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი და ყველა შესაბამისი უწყება გახლავთ უკვე ჩართული. მე პირადადაც მქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, რომელიც გახლავთ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე. დღეს სამივე თანათავმჯდომარე იმყოფება საქართველოში. ხვალ მიემგზავრებიან სოხუმში და ბუნებრივია ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე რომ მათი ვიზიტისას ეს იქნება ერთ - ერთი მთავარი საკითხი. ასევე ამ საქმესთან დაკავშირებით აღძრული იქნება სისხლის სამართლის საქმე და გარემოებების დაზუსტების მიხედვით მოხდება საქმის კვალიფიკაცია.

თავისთავად არის მძიმე ფაქტი, იმიტომ რომ საქმე ეხება ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლეს და მინდა ღრმა მწუხარება და სამძიმარი გამოვხატო მისი ოჯახის წევრების მიმართ.

ჯერჯერობით ვერ მოგახსენებთ ვერაფერს, რადგან გვაქვს ის ინფორმაცია, რომელიც გაზიარებული იქნა ცხელი ხაზის მეშვეობით. ახლა ისევ დავბრუნდები სამუშაო რეჟიმში, რადგან მნიშვნელოვანია ობიექტური გარემოებების დადგენა“, -განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

თუ რა ვიტარებაში მოხდა 29 წლის მამაკაცის დაკავება და იყო თუ არა გატაცება, ციხელაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მათ დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გალის რაიონში 29 წლის ქართველმა ახალგაზრდამ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა აფხაზური ენის დისტანციური
სწავლების პროექტი
12:18 / 22.02.2020
საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა აფხაზური ენის დისტანციური სწავლების პროექტი
ლაივპრესის ინფორაციით, ორსანტია-ზუგდიდის გზაზე დააკავეს 25 წლის
მამაკაცი, რომელსაც თან
10:29 / 22.02.2020
ლაივპრესის ინფორაციით, ორსანტია-ზუგდიდის გზაზე დააკავეს 25 წლის მამაკაცი, რომელსაც თან
ეპარქიის მდივანი, მღვდელი დიმიტრი ვეკუა, სოციალურ ქსელში ზუგდიდის
18:24 / 21.02.2020
ეპარქიის მდივანი, მღვდელი დიმიტრი ვეკუა, სოციალურ ქსელში ზუგდიდის
ვიდეო
ენგურის ხიდი სოხუმის მიერ გამოცხადებული კარანტინის პირობებში [ვიდეო]
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის
ქუჩისთვის შეცვლილი სახელი, რომელზეც ინფორმაცია მოსახლეობას არ ჰქონდა [ვიდეო]
არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების შემდეგ ზუგდიდის
პორტის ერთ-ერთი მშენებელი კომპანია ანაკლიას ტოვებს [ვიდეო]
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ქვეკონტრაქტორ
ენგურის ხიდი, სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად [ვიდეო]
ოკუპირებული გალის მცხოვრებლებს სოხუმში მიმდინარე
ღორის ხორცის საშობაო ბაზრობა ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში საშობაოდ
ფოტო
მამზიშხას მთა [ფოტო]
მამზიშხას მთა აფხაზეთში, გაგრიდან 6 კილომეტრში მდებარეობს.
ხანმოკლე თოვა ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდში გათოვდა. თოვა ხანმოკლე იყო და მალევე დადნა.
ოკაცეს ჩანჩქერი ყინულის ლოლოებით [ფოტო]
ოკაცეს ჩანჩქერი წლის ნებისმიერ დროს ლამაზია.
„სამოქალაქო აქტივიზმი“
ზუგდიდში, ცოტნე დადიანის #3-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი
სამეგრელო-ზემო სვანეთის ნაძვის ხეები [ფოტო]
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში
მზარეულის მაგიდა
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მეგრული ჯანჯუხა ტრადიციული რეცეპტით [ვიდეო]
მეგობრები, 80 წლის ეთერ ფაჟავა და თამარ შარია მეგრულ
გოგრის მაფინები გვანცასგან
ყველამ ვიცით, რომ გოგრა გემრიელთან ერთად სასარგებლო
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.