ახალი ამბები
ექსპერტი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარზე: მას ყელზე დაზიანებები აღენიშნება
ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზა თბილისის სამხარაულის ეროვნულ ბიუროში 5 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. ექსპერტ ირაკლი თოიძის ინფორმაციით, ცხედარს ყელზე დაზიანებები აღენიშნება.

„არის თოკის ჩანართები. მეტი დაზიანებები ფაქტობრივად, არ არის. დამატებითი გამოკვლევების შემდეგ დადგინდება რაღაცეები. დაზიანებები რაც იყო, არის ყელზე უმნიშვნელო ნაჭდევები. ეს სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდეგ განვითარებული, ამაზე ლაბორატორიული კვლევები ჩატარდება“, - განაცხადა ექსპერტმა ირაკლი თოიძემ.

ინფორმაცია ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ, 12 მარტს, ღამით გავრცელდა. ოკუპირებული აფხაზეთიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა. 13 მარტს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ირაკლი კვარაცხელია „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ დააკავეს და შესაბამისი დოკუმენტების გასაფორმებლად გადაიყვანეს აფხაზეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს შენობაში, სადაც კვარაცხელიამ თავი ჩამოიხრჩო. ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე 13 მარტს, საღამოს გადმოასვენეს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები






მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 2019 წლის მფლობელი კენიელი პედაგოგი
19:39 / 24.03.2019
მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 2019 წლის მფლობელი კენიელი პედაგოგი






თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მერვე ყრილობა
მიმდინარეობს.
16:35 / 24.03.2019
თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მერვე ყრილობა მიმდინარეობს.






მკვლევარმა ნატო მარშანიამ წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“
13:16 / 24.03.2019
მკვლევარმა ნატო მარშანიამ წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“






თოვლისა და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის
საავტომობილო გზის
10:06 / 24.03.2019
თოვლისა და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.