ახალი ამბები
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ ხუთ პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ ვაკანსიები გამოაცხადა ხუთ პოზიციაზე. ეს თანამდებობებია - რწმუნებულის აპარატის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, რაც საზოგადოებასთან ურთიერთობას მოიცავს. 

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.

ასევე, ვაკანტურია იგივე სამსახურში მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციები.

ვაკანსია გამოცხადებულია რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზეც.

განცხადებების მიღების ვადა 20 მარტია.

ყველა შემთხვევაში თანამშრომელს 12 თვიანი გამოსაცდელი ვადით აიყვანენ.