ახალი ამბები
ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება პოლიტიკური კონტექსტის შედეგია - პაატა ზაქარეიშვილი
FaceBook Twitter
E-mail Print
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება პოლიტიკური კონტექსტის შედეგია. პაატა ზაქარეიშვილმა „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ეს ადამიანი ნამდვილად არ დაიღუპებოდა, ადგილზე კონფლიქტი რომ არ იყოს. მისი თქმით, საბოლოო ჯამში ამ ეტაპისთვის უცნობია რა გახდა სიკვდილის მიზეზი, თვითმკვლელობა, თვითმკვლელობამდე მიყვანა, თუ სხვა გარემოებები, თუმცა იმედი აქვს, ქართველი ექსპერტები გარდაცვალების ობიექტურ გარემოებებს დაადგენენ. დღეისთვის, აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით უფრო მეტი კითხვის ნიშანია, ვიდრე პასუხი, თუმცა ასეთ ვითარებაშიც კი ერთადერთი მკაფიო პასუხი - აფხაზეთის ტერიტორიაზე შექმნილი პოლიტიკური ვითარებაა, და არა სხვა რამე, ყოფითი თუ პირადი ურთიერთობები.

„ირაკლი კვარაცხელიამ რომ დაარღვია ვითომ და საზღვარი გადაკვეთა, აბსურდია თავისი ბუნებით. ამას საქართველო არ ეთანხმება ბუნებრივია და საქართველოს გაგებით, ამ აბსურდულ ბრალდებას შეეწირა ახალგაზრდის სიცოცხლე. არამგონია ის იმიტომ გადაადგილდებოდა, რომ თავი მოეკლა. რაღაც მოხდა აშკარად ამის შემდეგ“, - გვითხრა პაატა ზაქარეიშვილმა.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრის თქმით, კარგია, რომ ასეთ დროს საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ჟენევის თანათავმჯდომარეები, რადგან მათმა ჩართულობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, არ გაჭიანურებულიყო პროცესი და ქართულ მხარეს ცხედარი დროულად გადმოსცემოდა, განსხვავებით არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევისგან.

მანვე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გალის შეხვედრების ფორმატის არსებობა, რომელმაც შესაძლოა ქვეყანას მსგავსი უბედური შემთხვევები ვერ აარიდოს, თუმცა ასეთ დროს რეაგირება გაცილებით ეფექტური იქნება. ყოფილი სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, აუცილებელი არ იქნებოდა პროცესის დაჩქარებისთვის ადგილზე ჟენევის თანათავმჯდომარეების ყოფნა, არამედ IPRM-ის ფარგლებში ოპერატიულად იმუშავებდნენ.

„ჩვენს მიერ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა უნდა გაგრძელდეს პრინციპულად. გარდა ამისა, ქართული მხარე უნდა იყოს უფრო კონსტრუქციული, უფრო კარგად გამოკვეთილი პოზიციები უნდა ჰქონდეს. არ უნდა იყოს არაკომპეტენტური. რომ გავიხსენოთ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია, რამდენად უსუსურად იყო მომზადებული, რომ ხუთი მკვდარი აღმოჩნდა ამ სიაში. შესაბამისად, დაზარალდა მთელი სია“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

ირაკლი კვარცხელიას ცხედარი აფხაზეთიდან სამეგრელოში 13 მარტს, საღამოს გადმოასვენეს. ის საკუთარ სახლში, სენაკში უკვე დაასვენეს.

მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 12 მარტს, ღამით გავრცელდა. ოკუპირებული აფხაზეთიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა.

ეს ვერსია მოგვიანებით დაადასტურა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურმა განაცხადა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ.

თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა გარდაცვლილის ნათესავს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ვიდეო
ზუგდიდის „საარჩევნო ტურიზმის“ მადლი [ვიდეო]
არჩევნები დასრულდა და ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.
დამკვირვებელი ქალი, რომელიც არჩევნებმა პოპულარული გახადა [ვიდეო]
63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს.
ცირკი ცხოველების გარეშე - აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
არის თუ არა შრომითი უფლებები დაცული - გამოკითხვა
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
ზოოპარკი ბეტონის ცხოველებით [ვიდეო]
„ბეტონის ცხოველების და ფრინველების ზოოპარკი“ ზუგდიდში,
ფოტო
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
ორიგინალური და სახალისო სააღდგომო კვერცხები [ფოტო]
წითლად შეღებილი კვერცხი აღდგომის დღესასწაულის
წვიმას გაქცეული თავშესაფრის მაძიებლები [ფოტო]
მიუსაფარი ძაღლების ბრძოლა არსებობისთვის,
მზარეულის მაგიდა
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.