მსოფლიო ჩემპიონი და მისი მწვრთნელი ზუგდიდის მერიამ დააჯილდოვა
დაჯილდოვებას სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დავით ქირია შანხაიში გამართულ ჩემპიონატზე უკვე მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. მან ფინალურ დაპირისპირებაში მაროკოელ მებრძოლ მაროუნ თუთუს სძლია. მანამდე ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში ჩინელი ფენგ ხინგლი დაამარცხა.