ახალი ამბები
ზუგდიდში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ შექმნა სურთ
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში სამოქალაქო ბიუჯეტის შექმნა სურთ, რომელშიც მოსახლეობის ინიციატივები, სურვილები უნდა აისახოს კონკრეტული პროექტების სახით. ინიციატივა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით გახარიას ეკუთვნის. მისი თქმით, დღეს ბიუჯეტის პროექტის შედგენის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა ფაქტობრივად ნულის ტოლია. ხალხის აქტიური თანამონაწილეობის პირველ პრეცედენტად მან ბრაზილიის ერთ-ერთი ქალაქი დაასახელა, სადაც სამოქალაქო ბიუჯეტი შექმნეს. შემდეგ, მისი თქმით, პრაქტიკა ევროპაშიც გავრცელდა. სიახლე უკვე აამოქმედეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მარნეულში პოლონური ორგანიზაცია „თავისუფალი სივრცის“ დახმარებით.

„ბიუჯეტის შედგენა კი არ უნდა იწყებოდეს ზემოდან ქვევით, პიქით, ქვევიდან უნდა მიდიოდეს მოსახლეობის სურვილი და მონაცემები. ჩვენ გვინდა ჩავერთოთ ამაში, რასაც თავისი პროცედურების გავლა სჭირდება“, - აღნიშნა მან.

დავით გახარიას თქმით, დღეს გორში სამოქალაქო ბიუჯეტის მოცულობა 2 მილიონ 800 ათასი ლარია და ორი წლის განმავლობაში უკვე 167 პროექტი დაფინანსდა.

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას თქმით, სამოქალაქო ბიუჯეტი მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არ იქნება დამოკიდებული, არამედ კულტურულ და ახალგაზრდულ მიმართულებებსაც მოიცავს. მანვე განმარტა, რომ მოუწევთ შეიმუშაონ დოკუმენტთა პაკეტი ამ ბიუჯეტის, უკვე ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით. ამბობს, რომ ინიციატივაზე მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებენ, რათა 2020 წლისთვის სამოქალაქო ბიუჯეტისთვის მყარი ნიშნები ჰქონდეთ. საორგანიზაციო საკითხებში მათ პოლონური მხარე დაეხმარებათ.

„ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარების გაერთიანებით იქმნება საკოორდინაციო ორგანო, რომელიც მოსახლეობასთან მუშაობს, აწვდის ინსტრუქციას, თუ რა სახის პროექტები უნდა წარმოადგინოს, რა ლიმიტებში. მერე დიდ კომისიაზე გადის, რომელიც გადაწყვეტს დაფინანსდეს თუ არა“, - განმარტა საკრებულოს თავმჯდომარემ.

მამუკა წოწერიას თქმით, თანხა უნდა გადანაწილდეს სამართლიანად, ყველა ზონასა თუ ადმინისტრაციულ ერთეულზე. მანვე აღნიშნა, რომ ეს არის ყველაზე კარგი ჩართულობა მოსახლეობის ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესში.

ინიციატივა სხდომაზე მყოფმა დეპუტატებმაც მოიწონეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ვიდეო
ზუგდიდის „საარჩევნო ტურიზმის“ მადლი [ვიდეო]
არჩევნები დასრულდა და ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.
დამკვირვებელი ქალი, რომელიც არჩევნებმა პოპულარული გახადა [ვიდეო]
63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს.
ცირკი ცხოველების გარეშე - აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
არის თუ არა შრომითი უფლებები დაცული - გამოკითხვა
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
ზოოპარკი ბეტონის ცხოველებით [ვიდეო]
„ბეტონის ცხოველების და ფრინველების ზოოპარკი“ ზუგდიდში,
ფოტო
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
ორიგინალური და სახალისო სააღდგომო კვერცხები [ფოტო]
წითლად შეღებილი კვერცხი აღდგომის დღესასწაულის
წვიმას გაქცეული თავშესაფრის მაძიებლები [ფოტო]
მიუსაფარი ძაღლების ბრძოლა არსებობისთვის,
მზარეულის მაგიდა
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.