ახალი ამბები
ზუგდიდში საფეხბურთო სკოლის შექმნაზე ვერ შეთანხმდნენ
FaceBook Twitter
E-mail Print
ააიპებ-ის საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე დღესაც ვერ შეთანხმდნენ, გამოეყოს თუ არა „სპორტის განვითარების ცენტრს“ ბავშვთა ფეხბურთის სკოლა. ააიპ-ის ფეხბურთის სკოლის ხელმძღვანელი კობა შონია ამტკიცებს, რომ გამოყოფა ამ მიმართულების განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა. იგივე მოსაზრება აქვს სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ სერგო კვარაცხელიასაც, რომელიც დღევანდელ შეხვედრას დაესწრო. განსხვავებული პოზიცია აქვს თავად ააიპ-ის დირექტორს, რის გამოც სხდომამ სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე ჩაიარა.

სერგო კვარაცხელიას თქმით, ააიპს კი აქვს ფეხბურთის განყოფილება, თუმცა ის ბავშვებში სპორტის ამ მიმართულებას ვერ განავითარებს სათანადოდ, რადგან ერთი ქოლგის ქვეშ არ არის ფედერაციასთან. მან „ლაივპრესს“ უთხრა, რომ მიმდინარე წლიდან ფეხბურთის ფედერაციამ დაიწყო კატეგორიზაცია სკოლების, რომელიც გულისხმობს შემდეგს - ამ სკოლებს ექნებათ აკადემიებამდე განვითარების შესაძლებლობა. თუმცა მანამდე, განვითარების ეტაპებზე, კატეგორიების მიხედვით თანხებს ფედერაციისგან მიიღებენ. სერგო კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ ზუგდიდში, სოფელ რუხში უკვე მონიშნულია ტერიტორია, აკადემიის ასაშენებლად. მისივე განმარტებით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან საკითხი შეთანხმებულია. ამჟამად მოლაპარაკებებს ფინანსთა სამინისტროსთან აწარმოებენ.

მის პოზიციას იზიარებს „სპორტის განვითარების ცენტრის“ ფეხბურთის განყოფილების უფროსი კობა შონია. ამბობს, რომ თუ ბავშვთა ფეხბურთის განვითარება სურთ, ცალკე სკოლად ჩამოყალიბება და ფედერაციაში გაწევრიანება აუცილებელი პირობაა.

„ამის გარეშე წინ ვერ წავალთ. სპორტის სხვა სახეობებზე მიიმართება ძირითადად თანხები. რამდენიმე წელია საშეჯიბროდ სულ ორი გუნდი გამოგვყავს“, - გვითხრა მან.

თანამშრომელს არ ეთანხმება ააიპ-ის ხელმძღვანელი. ამბობს, რომ სპორტის მიმართულებებისთვის თანხის განაწილება შეჩევის პრინციპით არ ხდება. გოჩა ჩიქოვანისთვის გაუგებარია, რა სარგებლის მომტანი შეიძლება გახდეს სკოლის ააიპ-იდან გასვლა.

„ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტისთვის ფინანსურად მომგებიანი იქნებაო. წარმოადგინონ ოფიციალურად ყველაფერი. ასე თუა, მივესალმები ყველა სახეობის სპორტსკოლად ჩამოყალიბებას. ჯერ ოფიციალური დოკუმენტები წარმოადგინონ, რომ ხელისუფლება შეცდომაში არ შეიყვანონ“, - უთხრა მან „ლაივპრესს“.

შეხვედრას ესწრებოდა მარტვილის საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელი ჯესი სურმავა. მისი თქმით, გამოყოფის პროცესი მის შემთხვევაშიც მტკივნეული საკითხი იყო მერიის ააიპ-იდან, თუმცა განვითარებისთვის უალტერნატივო გადაწყვეტილება. ამბობს, რომ დღეს მის მიერ გაზრდილი ბავშვები ქვეყნის სხვადასხვა გუნდში თამაშობენ, რისთვისაც კომპენსაციასაც იღებენ. მისივე თქმით, ფედერაციისგანაც 15 ათასი ლარიც მიიღეს დაფინანსების სახით. ეს, ჯესი სურმავას განმარტებით, ერთადერთი პლიუსი არ არის გამოყოფის.

სამუშაო ჯგუფის წევრმა „ევროპული საქართველოდან“ ბათლომე შელიამ აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში მილიონობით ლარი დაიხარჯა ფეხბურთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, თუმცა თანხის ზრდის პარარელურად, თამაშის ხარისხმა იკლო.

„ახლა გვეუბნებით, რომ ეს ჯობია, მაგრამ მე ნდობა არ მაქვს არცერთი მიმართყლებით. ჩემთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, თუ ფეხბურთის განვითარებისთვის ასე აჯობებს და ცალკე იქნება, მაგრამ უნდა იყოს არგუმენტირებული. ჩვენს გადაწყვეტილებაში უნდა ვიყოთ მყარი“, - განმარტა მან.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ აღნიშნა, რომ ყველა თანხმდება ერთ რამეში - ბავშვთა ფეხბურთი განვითარებისთვის ხელშეწყობას საჭიროებს. მან მოითხოვა მომდევნო სეკრებაზე წარმოადგინონ ბავშვთა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია, რომელიც ინფრასტრუქტურულთან ერთად, ფინანსურ საჭიროებებსაც მოიცავს.

„ყველა ვთანხმდებით, რომ ბავშვთა ფეხბურთი გვინდა დავიწყოთ თეთრი ფურცლიდან. დიდ გუნდთან მიბმა ნამდვილად არ მინდა, როგორც ერთ საკრებულოს წევრს. იმაშიც დაგვარმწმუნეთ, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს აქ ხართ, რა შემაფერხებელი გარემოებები იქნება განვითარებისთვის“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

ააიპ-იდან ფეხბურთის განყოფილების გამოყოფაზე იანვრის თვეშიც იმსჯელეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეკომენდაციები შეიმუშავა ღია და
დახურული კვების ობიექტებისთვის.
13:57 / 02.06.2020
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეკომენდაციები შეიმუშავა ღია და დახურული კვების ობიექტებისთვის.
პარლამენტის არჩევნებზე ხმის მიცემა კორონავირუსის გავრცელების
პრევენციული მექანიზნების
12:51 / 02.06.2020
პარლამენტის არჩევნებზე ხმის მიცემა კორონავირუსის გავრცელების პრევენციული მექანიზნების
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 863 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა. სულ
12:18 / 02.06.2020
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 863 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ანა
წითლიძემ საოლქო პროკურატურას მიმართა,
12:08 / 02.06.2020
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ საოლქო პროკურატურას მიმართა,
ვიდეო
საყიდლებზე და რესტორანში ახალი წესებით [ვიდეო/ფოტო]
მუშაობა განაახლეს პანდემიის გამო 3 თვის წინ დახურულმა
მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ახალი წესებით მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
პანდემიის გამო 2 თვის წინ გაჩერებული საზოგადოებრივი
ზუგდიდში სილამაზის სალონების უმრავლესობამ მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
საქართველოში დღეიდან, 18 მაისიდან განაახლეს მუშაობა
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გაიხსნა [ვიდეო]
საგანგებო მდგომარეობის გამო, დაახლოებით 2 თვის წინ დაკეტილი
ალბათ არ მეწერა სიკვდილი - 97 წლის ვეტერანი ანაკლიიდან [ვიდეო]
97 წლის კარლო ლაგვილავას დილა 7 საათზე, ქათმების დაპურებით
ფოტო
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მგზავრებისგან დაცლილი ენგურის ხიდი [ფოტო]
ოკუპირებული აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.