ახალი ამბები
მკვლელობაში ბრალდებული ფოთელი პოლიციელი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
FaceBook Twitter
E-mail Print
მკვლელობაში ბრალდებული ფოთელი პოლიციელი ზუგდიდის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, 45 000-ლარიანი გირაოთი შეცვალა. უთხრა „ლაივპრესს“ ბრალდებულის ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ.

მისი თქმით, საქმის განხილვა გაგრძელდება, მაგრამ ძირითადი მოწმეები უკვე დაიკითხნენ. რჩება ექსპერტიზის დასკვნების გამოკვლევა. თუმცა, ადვოკატი ამბობს, რომ ეს დასკვნები სურათს ვერ შეცვლის.

„რაც მოხდა შემთხვევის ადგილას, აჩვენებენ ეს მოწმეები. წინა სხდომებზე, როცა აღკვეთზე ვმსჯელობდით, იყო საუბარი საფრთხეზე, რომ მათზე მოხდებოდა ზემოქმედება. ეს რომ ამოიწურა და გამოიკითხნენ, განეიტრალდა სიტუაცია და საფრთხე არ არსებობდა. სასამართლომ თავისი ინიციატივით დააყენა სასამართლოზე აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხი. ჩვენ რა შუამდგომლობაც დავაყენეთ, დაკმაყოფილდა. გაათავისუფლეს დარბაზიდან“, - გვითხრა იოსებ ჯანაშიამ.

მისივე თქმით, მტკიცებულებები, რაც გამოიკვლიეს, ადასტურებს ვერსიას, რასაც დაცვის მხარე სასამართლოს სთავაზობს, ამიტომაც გამამართლებელი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს.

ფოთში შარშან, 23 ივლისს დააკავეს პოლიციელი, რომელსაც ძარცვაში ბრალდებულის მკვლელობა ედება. მას ბრალი წარედგინა 333-ე მუხლის 3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით. ასევე, 116-ე მუხლის პირველი ნაწილით - სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმება.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 23 ივლისს, გამთენიისას, ფოთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცველებმა ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე დაუდგენელ პირს წაასწრეს. პოლიციელი მის დაკავებას შეეცადა, რა დროსაც ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. პოლიციელმა თავდასხმის მოგერიების მიზნით, სამსახურებრივი იარაღიდან გაისროლა და დასაკავებელი პირი დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სკოლებში, სადაც სასწავლო წელი სამშენებლო სამუშაოების გამო
15:25 / 16.09.2019
სკოლებში, სადაც სასწავლო წელი სამშენებლო სამუშაოების გამო
ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე ბატონი ხაზარაძე ამ ბოლო დროს, -
განაცხადა
13:21 / 16.09.2019
ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე ბატონი ხაზარაძე ამ ბოლო დროს, - განაცხადა
უმრავლესობის წარმომადგენელ გია ვოლსკის განცხადებით, საკანონმდებლო
12:32 / 16.09.2019
უმრავლესობის წარმომადგენელ გია ვოლსკის განცხადებით, საკანონმდებლო
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, საქართველოში საშუალო თვიური
ნომინალური ხელფასი
11:50 / 16.09.2019
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად
ფოტო
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი დაზიანებულია,
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.