ახალი ამბები
გალში მოსახლეობა ფაროსანას აბარებს [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
გალში დაახლოებით ერთი კვირაა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი მეთოდით, მექანიკური საშუალებებით განაახლეს. სოფელ შაშიკვარაში ამოქმედდა პუნქტი, სადაც მოსახლეობისგან შეგროვებულ ფაროსანას იბარებენ. ადგილობრივებს მავნებელი მწერი ტომრებით, პლასტმასის ბოთლებით და პარკებით მიაქვთ. დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელმაც პროცესს თვალი უნდა მიადევნოს.

მათ, ვინც ფაროსანას აბარებს, თან უნდა ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სპეციალური ფორმის შესავსებად. დღეისთვის 212 კილოგრამი მავნებლის შეგროვება უკვე მოხერხდა. ერთ კილოგრამში მოსახლეობას ათას რუბლს უხდიან.

შარშან ორ ტონა-ნახევარი შეგროვდა ამ გზით. სოხუმში ამბობენ, რომ მწერის პოპულაციაც შედეგად გასულ წელს 50%-ით შემცირდა. მათივე თქმით, ამ ხერხით ბრძოლა ეფექტურია.

დე ფაქტო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, არტურ სარაბიკიანის განმარტებით, ისინი პრობლემასთან საბრძოლველად რუსეთთან სპეციალური პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობენ. სოხუმმა 7 მილიონი ლარი გამოყო, რუსეთისგან კი დამატებით სამ მილიონ რუბლს ელოდებიან.

მანვე აღნიშნა, რომ აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონებიდან დაწყებული ბრძოლა მალე მთელი „ქვეყნის“ მასშტაბით გავრცელდება.

აზიურმა ფაროსანამ აფხაზეთში თხილის და ხილის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. იგივე პრობლემაა მათ შორის სამეგრელოს რეგიონშიც.

მასალას „გალ ტვ“ ავრცელებს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები






მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 2019 წლის მფლობელი კენიელი პედაგოგი
19:39 / 24.03.2019
მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 2019 წლის მფლობელი კენიელი პედაგოგი






თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მერვე ყრილობა
მიმდინარეობს.
16:35 / 24.03.2019
თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მერვე ყრილობა მიმდინარეობს.






მკვლევარმა ნატო მარშანიამ წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“
13:16 / 24.03.2019
მკვლევარმა ნატო მარშანიამ წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“






თოვლისა და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის
საავტომობილო გზის
10:06 / 24.03.2019
თოვლისა და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.