ახალი ამბები
ანაკლიაში სამაშველო სადგურის მშენებლობა გააპროტესტეს
ანაკლიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. მისი მონაწილეები არ ეთანხმებიან ადგილობრივი მოსახლეობის შეკრებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილას მშენებლობას. ამბობენ, რომ ყველაფერი ხალხის სურვილის გვერდის ავლით ხდება, რასაც არ დაუშვებენ.

გიგლა ხარლამპიდის სახლი მშენებლობის ადგილის სიახლოვეს, გვერდით მდებარეობს. როგორც მან „ლაივპრესს“ უთხრა, სამასწლოვან ჭადრის ხეებს ფესვებს უთხრიან, ტერიტორიას კი პოლიცია აკონტროლებს.

აქციის მონაწილეებს შეუერთდა ანაკლიის მაჟორიტარი დავით შელიაც. ამბობს, რომ სახანძრო-სამაშველო შენობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის სიახლოვეს მოსახლეობაა, ამიტომაც აქ არა შენობა, არამედ უფრო ბაღი, სკვერი უნდა გაეშენებინათ. მოეწყოთ დასასვენებელი სივრცე.

„ეს მიწა ერთ-ერთი კარგი ადგილია ანაკლიაში. ანაკლიის მოსახლეობამ შეგნებულად ეს მიწა არ გაიფორმა, რადგან არ უნდა ყოფილიყო ვინმეს საკუთრება. ორი წლის წინაც, როცა სინჯები აიღეს, მაშინაც მოჰყვა ადგილბრივების პროტესტი. როგორც ჩანს, მათი აზრი არ გაითვალისწინეს“, - გვითხრა მან.

დავით შელიას თქმით, ანაკლიაში არის ალტერნატიული ადგილები, სადაც სადგური შეიძლება აშენდეს. ეს ტერიტორია კი, როგორც მან „ლაივპრესთან“ აღნიშნა, ფაქტობრივად რეკრეაციულ ზონას წარმოადგენს, რომლისთვისაც ასე ხელაღებით ხელის ხლება არ შეიძლება. აღნიშნა, რომ 106 ანაკლიელის მიერ ხელმოწერილი განაცხადი საკრებულოსაც წარუდგინეს უფრო ადრე.

ანაკლიელებმა სამაშველო სადგურის მშენებლობა 6 მარტსაც გააპროტესტეს.

„ლაივპრესს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი არ აქვს და არც ხეების მოჭრას გეგმავენ.

„ვაშენებთ სხანძრო-სამაშველო სადგურს, სადაც გაჩერდება 3 სახანძრო მანქანა“, - განმარტავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები






ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში, ტუალეტს, რომლითაც ბიჭები
სარგებლობენ,
19:02 / 21.03.2019
ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში, ტუალეტს, რომლითაც ბიჭები სარგებლობენ,






წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის,
ჭველეს უბანში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს
18:45 / 21.03.2019
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის, ჭველეს უბანში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს






სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სიცრუე უწოდეს სამეგრელოს
ხმის“ ხელმძღვანელის,
18:09 / 21.03.2019
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სიცრუე უწოდეს სამეგრელოს ხმის“ ხელმძღვანელის,






სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია,
რომელიც
16:30 / 21.03.2019
სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია, რომელიც
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.