ახალი ამბები
პარლამენტში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განმხილველი ჯგუფი შეიქმნა
საქართველოს პარლამენტში დეცენტრალიზაციის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა , რომელსაც დეპუტატი ზაზა გაბუნია ხელმძღვანელობს. საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მდივნად კი ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ ქვარაია დაინიშნა. სამუშაო ჯგუფი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მოთხოვნით შეიქმნა და ის მთავრობის მიერ შემუშავებულ სტრატეგიის დოკუმენტს განიხილავს.

მაჟორიტარის ბიუროს ინფორმაციით, ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ფრაქციების წარმომადგენლები. ასევე იმ კომიტეტების წევრები, რომლებიც უშუალო კავშირში არიან თვითმმართველობებთან და რეგიონულ პოლიტიკასთან.