ახალი ამბები
დაკავებულია 29 ნარკორეალიზატორი - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ ნარკორეალიზატორების ორგანიზებული ჯგუფის 29 წევრი დააკავეს. მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის და გასაღების დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, შედეგად კი მსხვილი ნარკორეალიზატორები დააკავეს.

სამინისტროს განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ფონიჭალაში დაკავებულები ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალების გავრცელების სათავეში იდგნენ. ისინი განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებს სხვა ნარკორეალიზატორებზე ასაღებდნენ და მათ მიერ ნარკოტიკების გავრცელებით მიღებული თანხის გარკვეულ ნაწილსაც იღებდნენ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან რამდენჯერმე განახორციელეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის „ჰეროინის“ და „კოკაინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა.

პოლიციამ ასევე ბრალდებულების პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ათეულობით შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

ასევე, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 9 პირი - დედაქალაქის სხვა უბნებში, რუსთავში, მარნეულში, გარდაბანში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე გრძელდება. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-4 და მე-6 ნაწილებით და 262-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები






ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში, ტუალეტს, რომლითაც ბიჭები
სარგებლობენ,
19:02 / 21.03.2019
ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში, ტუალეტს, რომლითაც ბიჭები სარგებლობენ,






წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის,
ჭველეს უბანში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს
18:45 / 21.03.2019
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის, ჭველეს უბანში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს






სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სიცრუე უწოდეს სამეგრელოს
ხმის“ ხელმძღვანელის,
18:09 / 21.03.2019
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სიცრუე უწოდეს სამეგრელოს ხმის“ ხელმძღვანელის,






სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია,
რომელიც
16:30 / 21.03.2019
სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია, რომელიც
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.