ახალი ამბები
ანაკლიის გზის პროექტირებაზე ინტერესი ოთხმა კომპანიამ გამოხატა
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, წინადადებების მიღება დასრულდა. ინტერესთა გამოხატვის პირველ ეტაპზე, საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად დაინტერესება სულ ოთხმა კომპანიამ გამოხატა.

მონაწილეებს შორის ერთი ქართული კომპანიებისაგან შემდგარი ამხანაგობაა. ასევე, წინადადებები წარმოადგინეს ესპანურმა, ხორვატიულმა და ავსტრალიურმა კომპანიებმა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ, პროცედურის პირველ ეტაპზე, შეფასდება ტექნიკური წინადადებები, ხოლო მეორე ეტაპზე, შეფასდება ფინანსური.

2018 წელს, პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 3 ტენდერი გამოცხადდა, თუმცა ყველა მათგანი სხვადასხვა მიზეზით უშედეგოდ დასრულდა და გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 718 972 ლარს შედგენს. კომპანიასთან, რომელიც კონკურსში საუკეთესო წინადადებას წარმოადგენს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხელშკრულების გაფორმებას მარტის ბოლომდე გეგმავს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები






ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში, ტუალეტს, რომლითაც ბიჭები
სარგებლობენ,
19:02 / 21.03.2019
ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში, ტუალეტს, რომლითაც ბიჭები სარგებლობენ,






წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის,
ჭველეს უბანში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს
18:45 / 21.03.2019
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის, ჭველეს უბანში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს






სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სიცრუე უწოდეს სამეგრელოს
ხმის“ ხელმძღვანელის,
18:09 / 21.03.2019
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სიცრუე უწოდეს სამეგრელოს ხმის“ ხელმძღვანელის,






სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია,
რომელიც
16:30 / 21.03.2019
სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია, რომელიც
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.