ახალი ამბები
ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაზე მინისტრმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ისაუბრა
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საკითხს. ზალკალიანის თქმით, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა და გადაიყვანეს რუსეთის სამხედრო ბაზაზე სოფელ ნაბაკევში.

მანვე აღნიშნა, რომ ქართული მხარე ელოდება ექსპერტიზის დასკვნას და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, რათა მოხდეს გარდაცვალების ობიექტური გარემოებების დადგენა და სათანადო ზომების მიღება.

დავით ზალკალიანის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების შელახვამ, მათ შორის, სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებმა მიიღო ერთგვარი ტენდენციის სახე. ამ კონტექსტში კი საერთაშორისო საზოგადოების და განსაკუთრებით თანათავმჯდომარეების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა აღნიშნა, მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით.

„ამ ფონზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ფუძემდებლური პრინციპების თანახმად, განახლების აუცილებლობას“, - განმარტა მინისტრმა.

ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაცია ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ, პირველად 12 მარტს, ღამით გავრცელდა. ოკუპირებული აფხაზეთიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა.

13 მარტს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „უშიშროების სამსახურმა“ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ირაკლი კვარაცხელია „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ დააკავეს და შესაბამისი დოკუმენტების გასაფორმებლად გადაიყვანეს აფხაზეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს შენობაში, სადაც კვარაცხელიამ თავი ჩამოიხრჩო.

ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე 13 მარტს, საღამოს გადმოასვენეს. ის გალის რაიონის სოფელ აჩიგვარიდან იყო დევნილი და ბებიასთან ერთად სენაკის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. მეზობლების თქმით, ბებიის გარდაცვალების შემდეგ, დაახლოებით 10 წელია დასახლებაში არ გამოჩენილა.

ირაკლი კვარაცხელიას კვირას დაკრძალავენ.
Print E-mail
Twitter
არჩევნები
ვიდეო
ცირკი ცხოველების გარეშე - აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
არის თუ არა შრომითი უფლებები დაცული - გამოკითხვა
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
ზოოპარკი ბეტონის ცხოველებით [ვიდეო]
„ბეტონის ცხოველების და ფრინველების ზოოპარკი“ ზუგდიდში,
ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დღეს
ბავშვების საყვარელი გაკვეთილი ახალსოფლის სკოლაში [ვიდეო/ფოტო]
ანჟელა ჩუბინიძე ახალსოფლის სკოლაში ხელოვნებას ასწავლის.
ფოტო
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
ორიგინალური და სახალისო სააღდგომო კვერცხები [ფოტო]
წითლად შეღებილი კვერცხი აღდგომის დღესასწაულის
წვიმას გაქცეული თავშესაფრის მაძიებლები [ფოტო]
მიუსაფარი ძაღლების ბრძოლა არსებობისთვის,
მზარეულის მაგიდა
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.