ახალი ამბები
ირაკლი კვარაცხელიას ნახევარძმა ამბობს, რომ ცხედარს წამების კვალი ეტყობა
FaceBook Twitter
E-mail Print
ოკუპირებულ გალის რაიონში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ნახევარძმა პაატა უზარაშვილი ამბობს, რომ ცხედარს წამების კვალი ეტყობა. როგორც მან „ლაივპრესს“ განუცხადა, გარდაცვლილს თითქმის მთელ სხეულზე აღენიშნება სილურჯეები, ხოლო თვალის არეში აქვს ნახეთქი ჭრილობა. პაატა უზარაშვილის თქმით, მისი ძმა წამებისას შემოაკვდათ და შემდეგ თვითმკვლელობის სცენა დადგეს.

„ნაწამებია და ნაცემია საწყალი ბიჭი. თვალთან არის დარტყმული და ნათლად ჩანს, რომ ის ადგილი დახეთქილია. მეორე თვალთანაც დალურჯებული აქვს. აქვს დაბეჟილობები შუბლზე, მუცელზე, კუჭის თავთანაც არის გაშავებული, დაახლოებით 5-10 სანტიმეტრი. შემდეგ გალურჯებულია ნეკნების მხარეც და სადაც ბარძაყი იწყება, ის ადგილიც. ასევე, ზურგზეც არის სილურჯეები. ერთი სიტყვით, ნაწამებია“, - თქვა პაატა უზარაშვილმა.

მისი სიტყვებითვე, ირაკლი კვარაცხელიას დაკავება მართლაც ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ხაზთან მოხდა, როცა ის ზუგდიდში გადმოსვლას ცდილობდა. პაატა უზარაშვილის სიტყვებით, ფაქტს შეესწრო მისი მეგობარი, რომელიც შეშინებული, ოდნავ მოშორებული ტერიტორიიდან აკვირდებოდა მომხდარს. გარდაცვლილის ნახევარძმა სწორედ ამ მეგობარზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ დაკავებისას ირაკლი კვარაცხელია ნასვამი იყო, სიტყვიერი და ფიზიკრი შეურაცხყოფა მიაყენა ე.წ. რუს მესაზღვრეებს, რომლებაც მას ცემა დაუწყეს და მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს.

„ვერ მოითმინა და პირველი ამას აქვს ხელი დარტყმული. ცოტა ნასვამი ყოფილა. ამათაც არ გაუტარეს“, - ამბობს პაატა უზარაშვილი.

მისი ინფორმაციით, ბოლო ათი დღე ირაკლი კვარაცხელია გალში იმყოფებოდა ნათესავებთან, რადგან აჩიგვარაში, მის მშობლიურ სახლში აფხაზი ოჯახი ცხოვრობს. ამბობს, რომ ძმასთან ბოლო 2 წელია კომუნიკაცია არ ჰქონია. პაატა უზარაშვილისვე განმარტებით, მიუხედავად მისი მცდელობისა, თავად ირაკლი კვარაცხელიას არ სურდა ნახევარძმასთან და სხვა ნათესავებთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა. მიზეზი მათთვის გაურკვეველია.

29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ცნობა 12 მარტს გავრცელდა. დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან დანარჩენ საქართველოში 13 მარტს გადმოასვენეს მას ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის პასუხსაც ნათესავები დაახლოებით ერთ თვეში ელოდებიან.

29 წლის მამაკაცის ცხედარი სენაკში, დევნილთა დასახლებაშია დასვენებული, იქ სადაც დევნილობის შემდეგ ბებიასთან ერთად წლების განმავლობაში ცხოვრობდა. მას კვირას, სენაკის ძმათა სასაფალაოზე ბებიისა და დედის გვერდით დაკრძალავენ.
Print E-mail
Twitter
არჩევნები
ვიდეო
ცირკი ცხოველების გარეშე - აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
არის თუ არა შრომითი უფლებები დაცული - გამოკითხვა
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
ზოოპარკი ბეტონის ცხოველებით [ვიდეო]
„ბეტონის ცხოველების და ფრინველების ზოოპარკი“ ზუგდიდში,
ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დღეს
ბავშვების საყვარელი გაკვეთილი ახალსოფლის სკოლაში [ვიდეო/ფოტო]
ანჟელა ჩუბინიძე ახალსოფლის სკოლაში ხელოვნებას ასწავლის.
ფოტო
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
ორიგინალური და სახალისო სააღდგომო კვერცხები [ფოტო]
წითლად შეღებილი კვერცხი აღდგომის დღესასწაულის
წვიმას გაქცეული თავშესაფრის მაძიებლები [ფოტო]
მიუსაფარი ძაღლების ბრძოლა არსებობისთვის,
მზარეულის მაგიდა
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.