ახალი ამბები
ქეთევან ციხელაშვილმა ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს მიუსამძიმრა
FaceBook Twitter
E-mail Print
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სენაკში იმყოფებოდა. ქეთევან ციხელაშვილმა გალში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს მიუსამძიმრა.

მისი თქმით, მთავარია, რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს სიკვდილის რეალური გარემოებები. ამისთვის, განმარტა, რომ ნაბიჯები უკვე გადაიდგა. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო კომპლექსურ ექსპერტიზას ატარებს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, კითხვებს დაზუსტებით გაეცეს პასუხები.

„ჩვენი ძალისხმევა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ეს საკითხი, მიმდინარე კვირას, უკვე იყო თანათავმჯდომარეებთან განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა. ისინი მომდევნო კვირას მოსკოვში იქნებიან და სწორედ რუსულ მხარესთან დააყენებენ საკითხებს, რაც ირაკლი კავარცხელიას გარდაცვალებასთანაა დაკავშირებული. კერძოდ, ყველა იმ მასალისა და გარემოების აუცილებლად გაცნობის თაობაზე, რაც ხელთ უნდა გვქონდეს. მათ შორის, აფხაზური მხარის მიერ ნახსენები იყო კადრები, რომლებიც შეიძლება გამოძიებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, არსებობს ფორმატები, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, რა დროსაც ხდება მსგავსი ტიპის მასალების გაცვლა, რისი პრეცედენტის ჰქონდათ, როცა ქართული მხარე გარკვეულ ვიდეოკადრებს გაეცნო. მანვე განმარტა, რომ ამ კუთხით თანამშრომლობის მოლოდინიც აქვთ და ფიქრობს - ეს ყველას ინტერესში უნდა იყოს.

ციხელაშვილმა გალის შეხვედრების აღდგენაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე ამისთვის მზადაა.

„დღეისთვის, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალება რუსების მიერ უკანონოდ დაკავების პერიოდში, იზოლატორში მოხდა. დღემდე მოწოდებული ინფორმაციით, თვითმკვლელობის შედეგად. თუმცა, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ჩვენთვის ობიექტური გარემოებების დაგდგენა მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს გვერდში დავუდგეთ. მას პატარა ქალიშვილი ჰყავს. ჩვენც, ადგილობრივი ხელისუფლებაც მზად ვართ, რომ მათ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი“, - დასძინა ქეთევან ციხელაშვილმა.

სენაკში სახელმწიფო მინისტრთან ერთად სამძიმარზე იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს და ნათესავებს, საოკუპაციო ხაზთან 2016 წელს მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახმაც მიუსამძიმრა.

29 წლის ახალგაზდის გარდაცვალების შესახებ ცნობა 12 მარტს გავრცელდა. დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ ვერსიის არ სჯერა მის ნახევარძმას. ამბობს, რომ ცხედარს წამების კვალი ეტყობა. გარდაცვლილი ოკუპირებული ტერიტორიიდან დანარჩენ საქართველოში 13 მარტს გადმოასვენეს. მას ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის პასუხსაც ნათესავები დაახლოებით ერთ თვეში ელოდებიან.

ირაკლი კვარაცხელიას ხვალ, 17 მარტს დაკრძალავენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 122 პირი ბიოლოგიური
მასალა შეამოწმეს.
23:04 / 29.05.2020
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 122 პირი ბიოლოგიური მასალა შეამოწმეს.
ძლიერმა ქარმა ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონი დააზარალა.
20:27 / 29.05.2020
ძლიერმა ქარმა ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონი დააზარალა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ
19:48 / 29.05.2020
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ
საქართველოში, ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ პლაქვენილის დროებით
არ გამოიყენებენ. ჯანდაცვის
19:14 / 29.05.2020
საქართველოში, ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ პლაქვენილის დროებით არ გამოიყენებენ. ჯანდაცვის
ვიდეო
მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ახალი წესებით მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
პანდემიის გამო 2 თვის წინ გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზუგდიდში დღეს ამუშავდა.
ზუგდიდში სილამაზის სალონების უმრავლესობამ მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
საქართველოში დღეიდან, 18 მაისიდან განაახლეს მუშაობა სილამაზის
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გაიხსნა [ვიდეო]
საგანგებო მდგომარეობის გამო, დაახლოებით 2 თვის წინ დაკეტილი
ალბათ არ მეწერა სიკვდილი - 97 წლის ვეტერანი ანაკლიიდან [ვიდეო]
97 წლის კარლო ლაგვილავას დილა 7 საათზე, ქათმების დაპურებით
ფოტო
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მგზავრებისგან დაცლილი ენგურის ხიდი [ფოტო]
ოკუპირებული აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.