ფოთელი მოჭადრაკე საქართველოს ჩემპიონია
ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, გოგონათა შორის „სენსაციური გამარჯვება“ მოიპოვა ელენე წოწონავამ, რომელიც ფოთის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენელია. მას გოჩა ჩაჩუა და დავით კოდუა წვრთნიან.
ჭაბუკთა შორის ჩემპიონი, გორელი ლუკა ლიჩელია.