ახალი ამბები
სამუდამოდ დასრულდეს ხუდონჰესის პროექტი - ხაიშელების ვიდეომიმართვა
FaceBook Twitter
E-mail Print
მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის თემის მოსახლეობა „ხუნდონჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს. ისინი ჰესის მშენებლობისას მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ და პროექტის შეუჩერებლობის შემთხვევაში საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

ხაიშის თემის მოსახლეობა მიმართავს ხელისუფლებას, პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, დიპლომატიურ კორპუსს, საპატრიარქოს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე მთლიანად ქვეყნის მოსახლეობას.

სვანების მოთხოვნაა - კანონის ძალით სამუდამოდ დასრულდეს ხუდონჰესის პროექტი; გაკეთდეს დეტალური ანალიზი ყველა ჰესის შესახებ, რომლის მშენებლობაც იგეგმება და ასევე, კომპანია „ტრანს-ელექტრიკა ჯორჯიასთვის" 8 წლის წინ მათი მტკიცებით, უკანონოდ გადაცემული მიწები, ხაიშის თემს დაუბრუნდეს. მოსახლეობის ძირითადი და მტკივნეული საკითხები გადაიჭრას მისი უშუალო ჩარევით - საერთო სახალხო რეფერენდუმითა და პლებისციტის გზით.

თემის სახელით ვიდეომიმართვა, ხაიშელმა ზურაბ ნიჟარაძემ წაიკითხა. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. მისი განცხადებით, წინა ხელისუფლებამ 2010 წელს, „ხაიშელებს დაშინებითა და მოტუებით წაართვა მიწები და სიმბოლურ ფასად, 1 აშშ დოლარად გადასცა ინგლისურ-ინდურ კომპანია „ტრანს-ელექტრიკა ლიმითედის“ შვილობილს - „ტრანს-ელექტრიკა ჯორჯიას“, რომლის მფლობელები დაუდგენელია და დღემდე ბურუსითაა მოცული“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსახლეობის მოტყუებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პროექტის გაგრძელება სცადა.

ხაიშელები მიმართავენ ქვეყნის მოსახლეობას, გაითავისონ ის საფრთხეები, რაც ამ პროექტს ახლავს. განცხადების ავტორთა თქმით, დატბორვის და გაქრობის საფრთხე ემუქრება მთლიანად ზემო სვანეთს.

„ხუდონჰესი რომც მომგებიანი იყოს, ნუთუ თითოეული ნათურა ღირს იმად, რომ სვანეთი გაქრეს, როგორც ისტორიულად თვითმყოფადი კუთხე. სვანეთში ჩვენ ვცხოვრობთ, თქვენი ძმები, მაგრამ ის თქვენც გეკუთვნით“, - აცხადებს ზურაბ ნიჟარაძე.

სვანეთში „ხუდონჰესის“ მშენებლობის პროექტი 2017 წლის თებერვლის თვეში შეჩერდა. ერთ-ერთი ინვესტორი კომპანიის, „ტრანსელექტრიკა ჯორჯიას“ დირექტორ დავით მირცხულავას განცხადებით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა მასზე ნაკისრი ვალდებულებები.

თავის მხრივ, ენერგეტიკის მაშინდელმა მინიტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ხუდონჰესი“ აუცილებლად აშენდება, რადგან ის ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტია.

თუმცა მის განხორციელებას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოსდაცვით ორგანიზაციების ნაწილი. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, გარემოს დაცვითი ორგანიზაციების განცხადებით, დაიტბორება 500 ჰექტარზე მეტი ტერიტორია, მათ შორის რამდენიმე სოფელი. გასულ წელს „ხუდონჰესის“ პროექტის წინააღმდეგ ხაიშში საპროტესტო აქციები იმართებოდა. სოფლის მცხოვრებლებმა უძველესი სვანური ტრადიციის თანახმად ხატზე დაფიცების რიტუალიც ჩაატარა, რომ არ დათმობდა საკუთარ სახლ-კარს და არ მისემდა კომპანიას ხუდონჰესის მშენებლობის უფლებას.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სვანეთის მოსახლეობა ამბობს, რომ აქციები კვლავ გაგრძელდება. განცხადების ავტორების თქმით, ეს არ არის ულტიმატუმი, ეს არის მოსახლეობის მხრიდან საკუთარი უფლებების დაცვა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.