სოფელ ჭითაწყარში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს
Share
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, სასაფლაოს ტერიტორიაზე
მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც "ლაივპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.