ზუგდიდის მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსიც განიხილება
„ბევრი კანდიდატურა განიხილება, მათ შორის არის სანდრა რულოვსიც. საკითხი გადაწყდება დაახლოებით თვის ბოლოსთვის, პოლიტსაბჭოს მორიგ სხდომაზე“, - განმარტა მან.
განიხილება თუ არა ნიკანორ მელიას, ალექსანდრე ქობალიას კანდიდატურები, ანა წითლიძის განმარტებით, ბევრი განიხილება, ამიტომ სახელებს და გვარებს არ დააკონკრეტებს.
თავის მხრივ, ენმ-ის ცენტრალურ ოფისში ადატურებენ, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები დაიწყო. პარტიის რეგიონული სამასხურის უფროსის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, განიხილება რამდენიმე კანდიდატურა, თუმცა გადაწყვეტილებ ჯერ არ არის მიღებული. მისივე განმარტებით, საზოგადოებას უახლოს დღეებში შეატყობინებენ შერჩეული კანდიდატის ვინაობას.
რაც შეეხება კითხვას, განიხილება თუ არა მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის მეუღლის, სანდრა რულოვსის კანდიდატურა, განმარტა:
„სანდრა რულოვსი ესწრებოდა პოლიტიკური საბჭოს სხდომას და ზუსტად ამიტომაც გაჩნდა ეს ეჭვები ალბათ ჟურნალისტებში. ის ხშირად ესწრება სხდომას. ეს ხომ არ ნიშნავს ამას... განიხილება რამდენიმე კანდიდატურა“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
სანდრა რულოვსმა რომ შესაძლოა ზუგდიდის მერად კენჭი იყაროს, ეს ინფორმაცია მიმდინარე წლის იანვარში უარყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მაშინ ანა წითლიძემ გვითხრა, რომ ენმ-ს განხილვა გაზაფხულზე გასამართ მერის არჩევნებთან დაკავშირებით არ ჰქონდა დაწყებული. რულოვსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარადაც იყრიდა კენჭს 2016 წლის არჩევნებზე. პირველ ტურში ვერც მან და ვერც მმართველი პარტიის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ მიიღო ხმების 50+1 რაოდენობა. მეორე ტურში მონაწილეობაზე კი რულოვსმა უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ მას არჩევნები პირველ ტურში "მოპარეს".
მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში გაიმართება. ზუგდიდის მერობის სურვილი უკვე გამოთქვა ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და "სამეგრელოს ხმის" დამფუძნებელმა თენგიზ ჯგუშიამ. ასევე, მერობა სურს განათლებით იურისტ მალხაზ ქუჩულორიას, რომლის დასახელებასაც მისი განმარტებით, საინიციატივო ჯგუფი გეგმავს. ოფიციალურად კანდიდატურები ჯერ არავის დაუსახელებია. მათ შორის არც მმართველ პარტიას.
მერის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობა ლაშა გოგიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მოგვიანებით ის ყოფილ ვიცე მერ, გია გულორდავასთან ერთად დააკავეს, ქრთამის აღების ბრალდებით.