ახალი ამბები
რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მიკროავტობუსებისთვის დგომა აიკრძალება
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში, ქუჯის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მიკროავტობუსებისთვის და ავტობუსებისთვის დგომა აიკრძალა. გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. აქ დგომა-გაჩერების ამკრძალავი ნიშანი განთავსდება. მიზეზი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიას თქმით, ის გარემოებაა, რომ რკინიგზის სადგურის წინ თვითნებურად დგანან სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გზის სავალ ნაწილს ხერგავენ.

„მათ კომპენეტციაში ჩვენ ვერ ჩავერევით, მაგრამ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში უნდა მივიღოთ ზომები, რომ გზის სავალი ნაწილი იყოს თავისუფალი და ხელს არ უშლიდეს მოსახლეობას“, - განმარტა ბესიკ ჭეჟიამ.

საკითხს მხარი არ დაუჭირა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელიამ. ამბობს, რომ წლების განმავლობაში ამ ტერიტორიაზე ბიზნესგადანაწილებები, რომელშიც მერიის ტრანსპორტის სამსახურიც ჩართულია. სწორედ ამიტომ, პროცესის მიმართ ნდობა არ აქვს.

„კარგად ხედავთ, რომ სხვა ტერიტორიაზე, მაგალითად თუნდაც სვანების კოშკის მიმდებარედ არის პრობლემები, რომლითაც ხელისუფლება არ ინტერესდება. ინტერესდებიან იმ ადგილით, სადაც მეტი ფინანსური ნაჭერია. იქ ვიღაცა ვიღაცას რომ ედავება, ვიღაც კლიენტს ართმევს და ამიტომ უნდა დავაყენოთ ამკრძალავი ნიშანი.. სწორედ ამ პროცესისი მონაწილე არ მინდა ვიყო“, - განმარტა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

მისი თქმით, მართალია მოცემულ შემთხვევაში კანონის აღსრულება ხდება, მაგრამ არა ქალაქის მთელს ტერიტორიაზე.

ბათლომე შელიას ბესიკ ჭეჟიამ მიმართა და უთხრა, რომ თუ გარიგებების მონაწილე მერიის რომელიმე სამსახურის თანამდებობის პირია, შესაბამის ზომებს მიიღებენ. ასევე, შეუძლიათ დაიბარონ და ჰკითხონ, თუ რა ხდება სინამდვილეში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის მერიამ თანხმობა უთხრა ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ
პრეზიდენტს და
16:55 / 23.07.2019
ზუგდიდის მერიამ თანხმობა უთხრა ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს და
ფოთის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული.
აღმართულია წითელი
16:32 / 23.07.2019
ფოთის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული. აღმართულია წითელი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა პირი,
14:37 / 23.07.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა პირი,
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ანაკლიაში „მომავლის ბანაკი 2019" გაიხსნა [ვიდეო]
„აფხაზეთი საქართველოა! რუსეთი ოკუპანტია!“ - ამ სიტყვებით
მეგრული ნავის ერთადერთი ოსტატი ანაკლიაში [ვიდეო]
მეგრულ ბრტყელძირიან ნავს ძველი, ტრადიციული ტექნიკით
სახლს მიღმა ბარიერია [ვიდეო]
53 წლის რუსლან საჯაიას დილა ჩვეულებრივ იწყება
ფოტო
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
როგორი ეზოები აქვს ზუგდიდში კორპუსებს [ფოტო]
ზუგდიდში მრავალბინიანი კორპუსების ეზოები ის ადგილია,
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.