ახალი ამბები
პარლამენტის აპარატის განმარტება დეპუტატების კენჭისყრაში მონაწილეობის შედეგებზე
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატების, მერაბ ქვარაიას და ედიშერ თოლორაიას ბიუროები არ ეთანხმებიან „ლაივპრესზე“, პარლამენტის ვებ გვერდზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ყველა საკითხს, რომლის კენჭისყრაშიც მონაწილეობდნენ.

საპასუხოდ, მათ ფეისბუკის გვერდებზე გამოაქვეყნეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ შექმნილი ვებ გვერდის - „ჩემი პარლამენტის“ კენჭისყრის შედეგების გრაფიკული მონაცემები იმის დასტურად, რომ მათ ხმა წინააღმდეგ მისცეს რიგ საკითხებს და ყველა მათგანისთვის მხარი არ დაუჭერიათ.

არასამთავრობო ორგანიზაციის ვებ გვერდზე მოცემულ გრაფიკაში კი არსად არის მითითებული ის, რასაც დეპუტატები წერენ - არ არის წარწერა „წინააღმდეგი“. წითლად შეფერილ ხაზს, რომელსაც მაჟორიტარები მათ სასარგებლოდ ითვლიან, აწერია - „მხარი არ დაუჭირა“, რაც გულისხმობს, რომ დეპუტატი არ დასწრებია, ან თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ დამატებით კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ვებ გვერდზე წერია, რომ პარლამენტის წევრის შესახებ ინფორმაცია ეყრდნობა პარლამენტის ოფიციალურ ვებ გვერდს. სწორედ ამ გვერდიდან არის აღებული მონაცემები, რომელიც „ლაივპრესმა“ 19 მარტს გამოაქვეყნა და რომლის უზუსტობაზეც საუბრობენ მაჟორიტარები.

საქართველოს პარლამენტის აპარატში კი განგვიმარტეს, რომ ვებ გვერდზე კენჭისყრის შედეგებში არსებული მონაცემებით შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენი საკითხის კენჭისყრაში მონაწილეობაზე შეიკავა თავი დეპუტატმა, სხვა მონაცემები - „დიახ“, ან „არა“ ზუსტია.

„პარლამენტის წევრების არსებული მონაცემები კენჭისყრის შედეგებში მოცემულ გრაფაში „დიახ“ ნიშნავს, რომ დეპუტატმა კენჭისყრაზე დაყენებულ საკითხს მხარი დაუჭირა, ხოლო „არას“ ქვეშ მითითებული ციფრი ნიშნავს, რომ დეპუტატმა არ მისცა ხმა საკითხს. გრაფაში -„არ ესწრებოდა/არ მიუცია“ მითითებული ციფრები ყოველთვის არ ნიშნავს, რომ არ ესწრებოდა დეპუტატი კენჭისყრას, ეს შეიძლება იყოს ის რაოდენობაც, როცა მან თავი შეიკავა“,- აცხადებენ პარლამენტის აპარატში.


აქვე გვითხრეს, რომ რამდენ სხდომას დაესწრო ესა თუ ის დეპუტატი, ამაზე საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

მაჟორიტარების ბიუროებს ჩვენ მივმართეთ, მოეწოდებინათ საკითხები, რომელსაც დეპუტატებმა ხმა წინააღმდეგ მისცეს, თუმცა გამოხმაურება არ ყოფილა. ედიშერ თოლორაიას ბიუროს განცხადებაში, რომელიც 19 მარტს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ მაჟორიტარმა დეპუტატმა კენჭისყრაზე დაყენებულ არაერთ საკითხს მხარი არ დაუჭირა. მათ შორის ასახელებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შესახებ კანონპროექტს.

სინამდვილეში, 2017 წელს, თვითმმართველი ქალაქების გაერთიანების საკითხს ხმა წინააღმდეგ მისცა 10-მა დეპუტატმა. მომხრე იყო 85, მათ შორის მერაბ ქვარაია. ედიშერ თოლორაია კი სხდომას არ დასწრებია. ამ საკითხზე მასალა „ლაივპრესმა“ 2017 წლის ივნისში მოამზადა.

თვითმმართველობის საკითხების ექსპერტი კოტე კანდელაკიც გვიდასტურებს - კენჭისყრაში მონაწილეობაზე თავის შეკავება არ ნიშნავს, რომ დეპუტატი საკითხის წინააღმდეგია.

„თუ ჩამოყალიბებული ხარ, უნდა მიიღო მონაწილეობა. თავის შეკავება ნიშნავს, რომ ვერ ჩამოვყალიბდი მხარი დავუჭირო, თუ წინააღმდეგი წავიდე. არის ისეთი საკითხები, როცა პოზიცის დაფიქსირება არ უნდათ საჯაროდ და არ იღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას. მაგალითად, თვითმმართველი ქალაქების გაერთიანების დროს, შინაგანად ბევრი წინააღმდეგი იყო, მაგრამ საბოლოოდ ბევრმა მხარი დაუჭირა ამ საკითხს“, - განაცხადა კოტე კანდელაკმა.

პარლამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მერაბ ქვარაიამ მონაწილეობა მიიღო პარლამენტის 873 კენჭისყრაში და ამდენივე საკითხს მხარი დაუჭირა. ედიშერ თოლორაია კი 814-იდან ყველას მიემხრო.

მერაბ ქვარაიას ბიუროს განცხადებით კი, ეს მონაცემები სიცხადისთვის საჭიროებს დამატებით დაზუსტებას. კერძოდ, მათი ცნობით გრაფაში, სადაც მითითებულია „ხმა არ მისცა, ან კენჭისყრის პროცესს არ დასწრებია“, ნიშნავს, რომ დეპუტატმა ხმა რეალურად წინააღმდეგ მისცა. ქვარაიას ბიუროს მტკიცებით, მაჟორიტარმა ჯამში 383-ს მისცა ხმა წინააღმდეგ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის მერიამ თანხმობა უთხრა ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ
პრეზიდენტს და
16:55 / 23.07.2019
ზუგდიდის მერიამ თანხმობა უთხრა ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს და
ფოთის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული.
აღმართულია წითელი
16:32 / 23.07.2019
ფოთის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული. აღმართულია წითელი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა პირი,
14:37 / 23.07.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა პირი,
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ანაკლიაში „მომავლის ბანაკი 2019" გაიხსნა [ვიდეო]
„აფხაზეთი საქართველოა! რუსეთი ოკუპანტია!“ - ამ სიტყვებით
მეგრული ნავის ერთადერთი ოსტატი ანაკლიაში [ვიდეო]
მეგრულ ბრტყელძირიან ნავს ძველი, ტრადიციული ტექნიკით
სახლს მიღმა ბარიერია [ვიდეო]
53 წლის რუსლან საჯაიას დილა ჩვეულებრივ იწყება
ფოტო
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
როგორი ეზოები აქვს ზუგდიდში კორპუსებს [ფოტო]
ზუგდიდში მრავალბინიანი კორპუსების ეზოები ის ადგილია,
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.