ახალი ამბები
ზუგდიდის მერის არჩევნების ჩატარებას 19 მაისს ვგეგმავთ - ცესკო
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა 19 მაისს დაინიშნოს. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. ამ დღეს სავარაუდოდ უნდა შედგეს საკრებულოების შუალედური არჩევნებიც. მისი თქმით, სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განსაზღვრა მერების და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი პროცედურა და ვადები.

„კანონმდებლობის მიხედვით, ეს ორივე არჩევნები, ასევე უნდა გაიმართოს მაისის თვეში, თუმცა მათი დანიშვნის თარიღი და შესაბამისი ვადები არის განსხვავებული. ამიტომ, საარჩევნო ადმინისტრაცია გეგმავს, რომ მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები ჩატარდეს ზუსტად იმ დროს, როცა ტარდება პარლამენტის შუალედური არჩევნები, ანუ 19 მაისს“, - აღნიშნა მან.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ ეს არა საბოლოო გადაწყვეტილება, არამედ სავარაუდო თარიღია:

"ეს სავარაუდო თარიღია, რადგან მეორე არჩევნებს აქვს თავისი კონკრეტული თარიღი და ამ კონკრეტული ვადების მიხედვით დაინიშნება მერების არჩევნები".

ანა მიქელაძის განცხადებით, 19 მაისს არის დანიშნული პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები.

ამ ეტაპზე ოფიციალურად კანდიდატურა არცერთ პარტიას თუ საინიციატივო ჯგუფს არ წარუდგენია. ზუგდიდის მერობის მხოლოდ სურვილი გამოთქვეს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, „სამეგრელოს ხმის" დამფუძნებელმა თენგიზ ჯგუშიამ და იურისტმა მალხაზ ქუჩულორიამ.

„ქართულ ოცნებაში“ ზუგდიდის მერობის კანდიდატზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ენმ-ში კი გვითხრეს, რომ განიხილავენ როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი დონის ლიდერებს. მათ შორის არის სანდრა რულოვსიც.

მერის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობა ლაშა გოგიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მოგვიანებით ის ყოფილ ვიცე მერ, გია გულორდავასთან ერთად დააკავეს, ქრთამის აღების ბრალდებით.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის მერიამ თანხმობა უთხრა ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ
პრეზიდენტს და
16:55 / 23.07.2019
ზუგდიდის მერიამ თანხმობა უთხრა ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს და
ფოთის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული.
აღმართულია წითელი
16:32 / 23.07.2019
ფოთის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული. აღმართულია წითელი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა პირი,
14:37 / 23.07.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა პირი,
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ანაკლიაში „მომავლის ბანაკი 2019" გაიხსნა [ვიდეო]
„აფხაზეთი საქართველოა! რუსეთი ოკუპანტია!“ - ამ სიტყვებით
მეგრული ნავის ერთადერთი ოსტატი ანაკლიაში [ვიდეო]
მეგრულ ბრტყელძირიან ნავს ძველი, ტრადიციული ტექნიკით
სახლს მიღმა ბარიერია [ვიდეო]
53 წლის რუსლან საჯაიას დილა ჩვეულებრივ იწყება
ფოტო
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
როგორი ეზოები აქვს ზუგდიდში კორპუსებს [ფოტო]
ზუგდიდში მრავალბინიანი კორპუსების ეზოები ის ადგილია,
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.