ახალი ამბები
ჩემი ოჯახი საფრთხეშია - ლაშა გოგიას ცოლი
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის ყოფილი მერის ცოლი ამბობს, რომ ოჯახის წევრების, მათ შორის მისი ქმრის, ლაშა გოგიას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ნანა თოდუას თქმით, მან დღეს მიიღო მეუღლისგან წერილი, სადაც წერია, რომ მას „შეიძლება რამე მოუვიდეს“. დაკონკრეტებისგან ამ ეტაპზე თავის შეკავებას არჩევს, თუმცა განმარტავს - მომხდარის უკან მაჟორიტარი დეპუტატი, ედიშერ თოლორაია დგას. ნანა თოდუას მტკიცებით, სწორედ პარლამენტარის ბიზნესინტერესებს და „შავბნელ“ საქმეებს შეეწინააღმდეგა ლაშა გოგია, რის გამოც დააკავეს. ყოფილი მერის ცოლი ამბობს, რომ მისი ქმარი მაჟორიტარის პირადი პატიმარია.

„რომელი ცოლი გაატარებს იმას, რომ ქმარი მოგწერს, მე შეიძლება რამე მომივიდეს და მერე შენ გადაუხადე სასამართლოთი სამაგიერო. ყველაფერზე წამსვლელია ეს პიროვნება. ყველასთან შეუძლია გარიგებაზე წავიდეს. მართლა რეალურად დიდი ფულის მფლობელია და ფულით დღეს ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. მე ველოდები მისგან ბევრ სიბინძურეს და პროვოკაციას. ის დგას ჩვენი უბედურების უკან“, - უთხრა ნანა თოდუამ „ლაივპრესს“.

ამბობს, რომ მარტივად შეიძლება გამოიკვლიონ მათი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა, როგორი იყო ადრე და დღეს რა ვითარება აქვთ. მისივე თქმით, ადამიანი, რომელსაც კორუფციაში ადანაშაულებენ, მამაპაპურ სახლს ჰყიდის.

ნანა თოდუამ მიმართვა ფეისბუკ გვერდზეც გაავრცელა, სადაც წერია, რომ მას შემდეგ, რაც ლაშა გოგიამ გადაწყვიტა ბრძოლა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, გაჩნდა საშიშროება ოჯახსა და ახლობლებზე მორალური ზეწოლის, ფიზიკური ძალადობის:

„მივმართავ ედიშერ თოლორაიას და ოგნევ/კვირკვიას, შეწყვიტეთ პროვოკაციები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატთან დაკავშირებას „ლაივპრესი“ დიდი ხანია ვერ ახერხებს. ის შეტყობინებებს არც პარლამენტარის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე პასუხობს.

სუს-მა გია გულორდავა და ლაშა გოგია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე 2018 წლის პირველ ნოემბერს დააკავა. რაც შეეხება თენგიზ ქობალიას, გამოძიების ცნობით, მას ჰქონდა ინფორმაცია ქრთამის აღების ფაქტზე, თუმცა ყოფილი მაღალჩინოსნების დანაშაული დაფარა.

ექსპერტმა გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობა უკვე დაადასტურა.

საქმესთან ედიშერ თოლორაიას კავშირზე საუბრობს ლაშა გოგიას უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძეც.

დაკავებულთაგან არცერთი დანაშაულს არ აღიარებს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამ წუთებში საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მათი შეკრების მიზეზი
19:28 / 14.11.2019
ამ წუთებში საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მათი შეკრების მიზეზი
ზუგდიდში, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან დასრულდა საპროტესტო აქცია.
დაშლამდე კი
18:29 / 14.11.2019
ზუგდიდში, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან დასრულდა საპროტესტო აქცია. დაშლამდე კი
ამ წუთებში ზუგდიდში, მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიუროსთან
აქცია მიმდინარეობს,
18:01 / 14.11.2019
ამ წუთებში ზუგდიდში, მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიუროსთან აქცია მიმდინარეობს,
საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვა
მარიამ ჯაშმაც. მისი თქმით,
17:10 / 14.11.2019
საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვა მარიამ ჯაშმაც. მისი თქმით,
ვიდეო
პოლიეთილენის საფრთხე [ვიდეო]
სამწუხაროდ, საქართველოში პოლიეთილენის გამოყენება კვლავ დიდი დოზით ხდება. ამის მიზეზი
ბოტანიკური ბაღი გახსნამდე ერთი თვით ადრე [ვიდეო]
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი,
ბაღის იატაკი - საძინებელი თუ „მოსვენების კუთხე“?
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
ფოტო
ჩირის ფარდები მარტვილის სოფლებში [ფოტო]
მარტვილის მუნიციპალიტეტში ხურმა მნიშვნელოვანი სამეურნეო კულტურაა.
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.