ნატოს გენერალური მდივანი დღეს საქართველოში ჩამოვა
ის შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთანდა პარლამენტის წევრებთან.
სტოლტენბერგი ასევე ეწვევა ნატო-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრება ნატო-საქართველოს სწავლებას.
ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში 25 მარტს დასრულდება.