ენმ-ის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს
დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარედ 364 ხმით გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს.
კენჭისყრა ელექტრონულად, სმარტფონების გამოყენებით ჩატარდა.
პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე იყო წარდგენილი.
თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური 18 მარტს, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შემდეგ გახდა.
ექსპრეზიდენტის თქმით, პარტიულ საქმიანობაში ხელი ეშლება, რადგან არ ეძლევა ქვეყანაში შემოსვლის საშუალება. ზოგიერთი ლიდერი კი ციხეშია. ამიტომაც, ორგანიზაციამ ბევრად ეფექტურად რომ იმუშაოს, ვიდრე დღეს, რისთვისაც მას ლიდერი ადგილზე სჭირდება.