ახალი ამბები
იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატოში - იენს სტოლტენბერგი
FaceBook Twitter
E-mail Print
ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი. განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მთავრობის კანცელარიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. მისივე თქმით, საქართველო ნატო-სთვის განსაკუთრებული პარტნიორია. აღნიშნა, რომ ერთობლივი სწავლება, რომელიც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, ადასტურებს ორმხრივი თანამშრომლობის სიძლიერეს.

სტოლტენბერგმა განმარტა, რომ საქართველო ნატო-სთვის განსაკუთრებული პარტნიორია.

„გასულ წელს ჩვენ ამას გავუსვით ხაზი გადაწყვეტილება, 2008 წელს რომელიც იქნა მიღებული, რომ საქართველო უცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. თქვენ ხართ არაწევრი, თუმცა ძალიან დიდი წვლილის შემტანი ჩვენს საქმიანობაში. თქვენ ახორციელებთ მტკიცე მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობას და ჩვენი რეაგირების ინიციატივებში აქტიურად მონაწილეობთ. საქართველომ დიდი წინსვლა განიცადა.

მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების კვალობაზე, გაძლიერდა პარლამენტის მიერ უსაფრთხოების ზედამხედველობის როლი, ასევე სასამართლო სისტემის მიმართულებით გაძლიერდა რეფორმების განხორციელება. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართლებით ძალისხმევა კვლავ გაგრძელდება მომავალში და კიდევ უფრო ეფექტორი დაცვის ინსტიტუციები იარსებებს ქვეყანაში“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მანვე მოუწოდა ქართულ მხარეს, ყველა შესაძლებლობა გამოიყენონ, რათა ალიანსში მკვეთრი როლი ჰქონდეს ქვეყანას და საბოლოო ჯამში საქართველო ნატოს წევრი გახდეს. იენს სტოლტერბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის სუვრენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან მოუწოდა რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების აღიარება და გაიყვანოს ჯარები.

ნატოს გენერალური მდივნის განმარტებით, ნატოს და საქართველოს შორის თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გაძლიერდება.

„ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი. საქართველო არის ყველაზე მსხვილი მონაწილე ჩვენს ინიციატივებში, სამხედროების რაოდენობრივ და რიცხვობრივი თვალსაზრისით და იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატო-ში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში ვიზიტის დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი ოფიციალური შეხვედრა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართა.
ის დღესვე შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ეწვევა ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ცენტრს, სადაც მიმდინარეობს ერთობლივი სწავლება ნატოს წევრი და პარტნიორი 24 ქვეყნის მონაწილეობით.

დღის მეორე ნახევარში იენს სტოლტენბერგი უკვე შეხვედრებს საქართველოს პარლამენტში გამართავს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
რუსეთის მხრიდან,
16:00 / 26.09.2022
რუსეთის მხრიდან, "ზემო ლარსის" გამშვებ პუნქტთან ჯავშანტრანსპორტი გამოჩნდა. ფოტოები
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს
14:53 / 26.09.2022
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე
გაიზარდა.
14:11 / 26.09.2022
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი
ემსხვერპლა.
12:50 / 26.09.2022
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.