გალელები აფხაზების მსგავსად სამედიცინო მომსახურებას უსასყიდლოდ იღებენ - მინისტრის აპარატი
საქმე ეხება დე ფაქტო შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და ვიცე პრემიერს, ასლან კობახიას, რომლის მტკიცებითაც, საქართველოს ხელისუფლებას გალელების ბედი სინამდვილეში არ აღელვებს, რასაც პოლიტიკოსის განმარტებით მოწმობს სამედიცინო დახმარების პროგრამა, რომელშიც ეთნიკურად აფხაზი ადამიანები უსასყიდლოდ ერთვებიან, გალის მკვიდრთაგან განსხვავებით.
სამინისტროს თქმით, გალის, ისევე როგორც ახალგორის მოსახლეობა, საჭირო დოკუმენტების მათთვის წარდგენის შემთხვევაში, წამყვან კლინიკებში სამედიცინო მომსახურებას უსასყიდლოდ იღებს. გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევებისას კი, „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციებისა და რეჟიმის დეპარტამენტი“ უზრუნველყოფს კატასტროფის ჯგუფის მიერ პაციენტის გადაყვანას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში“.
„ნუ იკატუნებთ თავს, თითქოს გალელების ბედი ძალიან გაღელვებდეთ. ნახეთ, რაოდენ უზნეოდ გამოიყურება აფხაზეთის მცხოვრებთათვის სამედიცინო დახმარების ე.წ. „ჰუმანიტარული აქცია“, რომელშიც რატომღაც გალის მცხოვრებლები არ ჩაურთავთ“, - აცხადებს ასლან კობახია „ლაივპრესთან“.
ინტერვიუ სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.