სოხუმში მავნებლის დაზიანებული 18 პალმა მოჭრეს

აზიური ფაროსანას შემდეგ აფხაზეთში ახალი მავნებელი, ე.წ. პალმის წითელი გრძელცხვირა 2018 წელს გამოჩნდა. მდედრი მავნებლები პალმის ფოთლებზე დებენ კვერცხებს, უკვე ერთი კვირის შემდეგ კი 5 სმ სიგრძის ჭუპრები პალმის ხის განადგურებას შიგნიდან იწყებენ.