ახალი ამბები
დიპლომატიური კორპუსის ელჩები ზუგდიდელ სტუდენტებს უვიზო მიმოსვლაზე ესაუბრნენ [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები დღეს, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უვიზო მიმოსვლის შესახებ ესაუბრნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მოქლაქეებმა თავის უნდა შეიკავონ უვიზო რეჟიმის წესების დარღვევისგან და ასევე, არ მოითხოვონ თავშესაფარი.

„საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და იმის მოლოდინი, რომ საქართველოს მოქალქე რომელიმე ევროპულ ქვეყანაში მიიღებს თავშესაფარს, ძალიან მცირეა და ამიტომ ვურჩევთ ახალგაზრდებს, ამ მიზნით არ წავიდნენ და არ მოითხოვონ ევროპაში თავშესაფარი“, - განაცხადა დიპლომატიური ინსტიტუტის ელჩმა სოსო დანელიამ.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სტუდენტებმა კითხვები დაუსვეს. სტუდენტ თეკლე ჯღარკავას თქმით, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ დაარღვიონ უვიზო მიმოსვლის წესები, სახელმწიფომ მათთვის უნდა გააუმჯობესოს სოციალურ-ეკონომკური მდგომარეობა.

„იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა არ მოითხოვონ ევროპაში თავშესაფარი, ოდნავ მაინც უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა და ჩვენს მოსახლეობას არ ჰქონდეს სურვილი სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნის“, - გვითხრა თეკლე ჯღარკავამ.

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლის, ანა ცანავა განცხადებით, უვიზო მიმოსვლა არის ერთ-ერთი ხელშესახები სარგებელი ევრიოინტეგრაციის პროცესში, ამიტომ, ამ მონაპოვარს გაფრთხილება სჭირდება.

„მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ უვიზო მიმოსვლის სარგებლობის წესები და არაკანონიერად არ მოვითხოვოთ თავშესაფარი. უნდა გავუფრთხილდეთ ამ საერთო მონაპოვარს. მას სჭირდება დაცვა ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა ანა ცანავამ.

უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიას დიპლომატიური კორპუსი ხვალ წალენჯიხაში გამართავს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.