ახალი ამბები
სოხუმის ინფორმაციით, შემცირდა საოკუპაციო ხაზის უკანონო კვეთის ფაქტები
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს სამეგრელოსთან საოკუპაციო ხაზის უკანონო კვეთისთვის დაახლოებით 300 ადამიანი დააკავეს. მათივე ცნობით, ეს ციფრი სამჯერ ნაკლებია 2017 წლის მონაცემებზე.

ე.წ. სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ხაზის უკანონო კვეთის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 24 „კანონდამრღვევი“ , შვიდის შემთხვევაში სასჯელის ზომად გამოიყენეს პატიმრობა, 100-ზე მეტს ჯარიმა დაეკისრა, აფხაზეთიდან გააძევეს 12, დანარჩენების შემთხვევაში კი გამოყენებულია „პროფილაქტიკური ღონისძიებები“.

„საზღვრის დარღვევის კლება განპირობებულია სახელმწიფო საზღვრის დაცვის გაუმჯობესებული მიდგომით, რომელსაც აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახური აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის პოლიციასთან ერთად ახორციელებს“, - ნათქვამია ე.წ. უსაფრთოების სამსახურის განცხადებაში.