ახალი ამბები
სამეგრელოში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველი ეტაპი დაიწყო - სესი
FaceBook Twitter
E-mail Print
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველი ეტაპი დაიწყო. კერძოდ, მონიტორინგის ჯგუფები და ფიტოსანიტრები სამეგრელოს რეგიონში, საცხოვრებელ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებს, თხილის პლანტაციებს და მიტოვებულ შენობებს, ფაროსანს იდენტიფიკაციის და არეალის დადგენის მიზნით, ათვალიერებენ.

„მონიტორინგი ლოკალურ ადგილებში მიმდინარეობს, სადაც სავარაუდოდ მავნებლის მაღალი მაჩვენებელია. მონიტორინგის მეშვეობით მოხდება მავნებლის ზუსტი იდენტიფიცირება და გავრცელების არეალის დადგენა, ხოლო შედეგების მიხედვით მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიგეგმება. მონიტორინგის ჯგუფების წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ, სახლის პირობებში მექანიკური მეთოდების გატარებას, სანამ მავნებელი პასიურია და ისეთ ადგილებში ბუდობს, როგორიცაა - საცხოვრებელი სახლების სხვენები და მიტოვებული შენობების კედლები“, - აცხადებენ სეს-ში.

ოფიციალური ინფორმაციითვე, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიების პარალელურად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებთან ერთად მოსახლეობასთან საონფორმაციო შეხვედრები გამართეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა აეროდრომის
11:20 / 21.01.2022
მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა აეროდრომის
ბოლო 24 საათში 56 386 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის
სწრაფი ტესტით - 35 725,
10:48 / 21.01.2022
ბოლო 24 საათში 56 386 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 35 725,
აფხაზეთში კორონავირუსზე 380 პირი გამოიკვლიეს. მათგან ვირუსი
10:27 / 21.01.2022
აფხაზეთში კორონავირუსზე 380 პირი გამოიკვლიეს. მათგან ვირუსი
პარტია
17:23 / 20.01.2022
პარტია "საქართველოსთვის" ეხმაურება წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ მათი წარმომადგენლის
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.