ახალი ამბები
მეგრული ჯიშის მკვირცხლი ტემპერამენტის თხებზე ტენდერი გამოცხადდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა მეგრული ჯიშის 11 თხის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. აქედან 10 ნეზვის ჯიშია, ერთი კიდევ ბოტის ჯიშის თხა.

შესყიდვის მიზანი გადაშენების ზღვარზე მყოფი მეგრული ჯიშის თხის მოძიება, შენარჩუნება და საკოლექციო სანაშენო ჯგუფის შექმნაა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ნეზვის ჯიშის თხა უნდა იყოს არანაკლებ ორი და არაუმეტეს ოთხი წლის, არანაკლებ 35 კილოგრამი, თეთრი ფერის.

ბოტის ჯიშის თხაზეც იგივე პირობებია. ოღონდ ის არანაკლებ 40 კილოგრამი უნდა იყოს.

შესასყიდ თხებს მოეთხოვებათ - კარგი განვითარება, ჯანმრთელობა, მეგრული ჯიშისათვის დამახასიათებელი ტიპიურობა და ჯიშის ნიშნების გამოხატვა; მაგარი კონსტიტუცია, მკვირცხლი ტემპერამენტი, კარგი ექსტერიერი მაგარი ძვალეულით.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2500 ლარია.