ახალი ამბები
მუნიციპალიტეტების ნაწილში მოქალაქეებმა არ იციან რა სოციალური პროგრამები აქვს მერიას [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
სამეგრელოს მუნიციპალიტეტების ნაწილში მოქალაქეები არ არიან ინფორმირებული იმ სოციალური პროგრამების შესახებ, რომელთაც მათ ადგილობრივი ხელისუფლება სთავაზობს. ასეთი შედეგი აჩვენა არასამთავრობო ორგანიზაცია „მერკურის“ კვლევამ, რომელიც მან სამეგრელოს 6 მუნიციპალიტეტში - აბაშაში, ხობში, მარტვილში, სენაკში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში - ჩაატარა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აქ 600 მოქალაქე გამოკითხეს. აღნიშნული მუნიციპალიტეტი შეარჩიეს პრობლემის აქტუალობის პრინციპით.

როგორც არასამთავროო ორგანიზაციის წარმომადგენელი ოლგა კიკავა ამბობს, მსგავსი კვლევა 2016 წელსაც ჩაატარეს და თუ შევადარებთ მონაცემებს, გარკვეული წინსვლა არის, თუმცა პრობლემა კვლავ რჩება:

„სხვა წლებთან შედარებით გამოიკვეთა, რომ დიდი ნაწილი ფლობს ინფორმაციებს, მაგრამ უმრავლესობა საჭიროებს დამატებით ინფორმაციას არსებულ სოციალურ პროგრამებზე. დიდი ნაწილი ასევე თვლის, რომ სოციალური პროგრამები არ ფარავს მოსახლეობის საჭიროებას“.

კვლევის მიხედვით, კითხვას, სარგებლობთ თუ არა მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამით, გამოკითხულთა 70%-მა უარყოფითი პასუხი გასცა.

რამდენად სრულად ფარავს მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები მოსახლეობის პრობლემებს? - უმრავლესობამ (58%) უპასუხა, რომ ნაწილობრივ, 32% მიიჩნევს, რომ არ ფარავს. მხოლოდ 10%-მა გასცა ამ კითხვას დადებითი პასუხი.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა ნაწილმა არც კი იცის, თუ რომელ სამსახურს მიმართოს მუნიციპალური სერვისების მისაღებად.

კვლევის შედეგებს დაეთანხმნენ მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლები და თავადაც აღნიშნეს, რომ მუშაობისას მოქალაქეთა არაინფორმირებულობა ხშირად მათთვისაც ხელის შემშლელია. კითხვაზე, რას აკეთებენ ამის გამოსასწორებლად, უმეტესობამ აღნიშნა, რომ ინფორმაციას სხვადასხვა გზით ავრცელებენ, თუმცა აქაც პრობლემას აწყდებიან, მოქალაქეთა ინერტულობის გამო:

„ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ. თითქმის ყოველდღე ვხვდებით მოსახლეობას. ამ შეხვედრებზე ჩვენ განვუმარტავთ, რა პროგრამები გვაქვს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც თავის პირად მეურნეობაშია ჩართული და საზოგადოებრივად არ არის აქტიური... ელექტრონული მედიითაც დადებულია, მაგრამ ამასაც ძირითადად ახალგაზრდები ეცნობიან... ამ მიმართულებით ძალიან დიდი სამუშაოა გასაწევი“, - თქვა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალერ თოდუამ.

კვლევის შედეგებს, ჩხოროწყუს მერიის მსგავსად, დაეთანხმნენ სხვა მუნიციპალიტეტებიც. ორგანიზაციამ რეკომენდაციების მომზადება მათი ჩართულობით დაიწყო. როგორც შეხვედრის მონაწილე იურისტი რუსუდან პაჭკორია ამბობს, რეკომენდაციებში ყურადღება გამახვილდება მოქალაქეებთან შეხვედრების გახშირებასა და ასევე მათთვის ინფორმაციის მიწოდების სხვადასხვა გზებზე:

„სხვადასხვა შეთავაზებები იქნა მოწოდებული მონაწილეების მხრიდან და ეს დამუშავების სტადიაშია... აღნიშნეს კომუნიკაციის ისეთი ფორმები, როგორიც არის უშუალოდ შეხვედრები მოქალაქეებთან. ეს მოსახლეობის მოთხოვნაცაა, რომ მოხდეს უშუალო შეხვედრები. ამავე დროს, მნიშვნელოვანია მედიის ჩართვა, ინდივიდუალური, იგივე sms შეტყობინებების მიწოდება ან ისეთი კომუნიკაციის საშუალებების მოძიება, როგორიც არის ნაბეჭდი მასალა“.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ერთჯერადი სოციალური დახმარებები არაეფექტურია და პრობლემის მოგვარებაზე არ არის ორიენტირებული, ამიტომ მოქალაქეებისთვის რაც არ უნდა მტკივნეული იყოს უმჯობესია მუნიციპალიტეტებმა ერთჯერადი ფულადი დახმარებების ნაცვლად პრობლემის საბოლოო მოგვარებაზე ორიენტირებული პროგრამები შეიმუშაონ.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.