ფოთის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
ფოთის მერის მოადგილე თანამდებობას ტოვებს. ინფორმაცია გიორგი
ფარეშიშვილმა „ლაივპრესს“ თავად დაუდასტურა. ამბობს, რომ განცხადება
წასვლის შესახებ საკუთარი სურვილით დაწერა და ის ახალ სამსახურში
გადასვლას უკავშირდება. თანამდებობას მერის მოადგილე ოფიციალურად
პირველი აპრილიდან დატოვებს.
თუმცა, გიორგი ფარეშიშვილის თქმით, ის სამოქალაქო სექტორში რჩება. კერძოდ მუშაობას საერთაშორისო ორგანიზაციაში განაგრძობს.
„ვფიქრობ, რომ იმ პოზიციიდან, სადაც განვაგრძობ მუშაობას, უფრო პროდუქტიული და საინტერესო ვიქნები“, - გვითხა მან.
გიორგი ფარეშიშვილი ფოთის მერის მოადგილედ 2017 წლის ნოემბრიდან მუშაობდა.