ზვიად გამსახურდიაზე კონფერენცია და ფილმის ჩვენება გაიმართა [ვიდეო]
ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილის აღსანიშნავად, დღეს ზუგდიდში
სამეცნიერო კონფერენცია
და ფილმის „ზვიად გამსახურდია-გზა თავისუფლებისაკენ“ ჩვენება
გაიმართა.
ბიბლიოთეკაში სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სამეცნიერო და ლიტერატურულ მოღვაწეობაზე ისაუბრეს.
ფილოლოგმა ნესტან ფიფიამ ზვიად გამსახურდიას იგავების მიხედვით, საბჭოთა კავშირში დისიდენტის ხვედრზე ისაუბრა.
„შევარჩიე რამდენიმე იგავი, ხაზი გავუსვი მეტაფორულ სახეებს მზე და სიბრმავე, და მწერლის დამოკიდებულებას, რომ ვისაც მზე მოაქვს ის გიჟად ირაცხება, ეს იყო საბჭოთა სინამდვილე,

დისიდენტების დევნის ზოგადი სპეციფიკა და სტრუქტურა იყო დევნა, პატიმრობა და ფსიქიატრიული საავადმყოფოები. მერაბისა და ზვიადის წინააღმდეგ არაერთხელ გამოუყენებიათ ეს სისტემა“, - გვითხრა ნესტან ფიფიამ.
ექსპრეზიდენტზე მოხსენებები წაიკითხეს მწერალმა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ლაშა გვასალიამ და მკვლევარმა ჯამბულ ნაჭყებიამ.
მოგვიანებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ჟურნალისტის ირაკლი შონიას ფილმის „ზვიად გამასახურდია-გზა თავისუფლებისაკენ“ ჩვენება გაიმართა.
ფილმში ნაჩვენებია სამეგრელოს ყველა ის სოფელი, სადაც ზვიად გამსახურდია სიცოცხლის ბოლო დღეებში იმყოფებოდა.

„ორსაათნახევრიანი ფილმია, ძირითადად ეხება ისტორიულ მოვლენებს, 9 აპრილს, დამოუკიდებლობის გამოცხადებას, თბილისის ომს და იმ ქარცეცხლს, რომელიც შემდეგ სამეგრელოში გადმოვიდა. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია სამეგრელოზე, ყველა სოფელი გადავიღეთ სადაც კი პრეზიდენტი გადაადგილდებოდა“, - გვითხრა ირაკლი შონიამ.
ფილმის ჩვენებამდე მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვა წაიკითხა, სადაც სალომე ზურაბიშვილი ულოცავს საქართველოს და განსაკუთრებით სამეგრელოს ზვიად გამსახურდიას იუბილეს.
ფილმის ჩვენებას ხელისუფლების და სასულიერო პირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„საქართველო განსაკუთრებით აღნიშნავს ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს, ზუგდიდიც მას სხვადასხვა ღონისძიებებით ხვდება. ფილმის ჩვენების გარდა მნიშვნელოვანი იყო, რომ პრეზიდენტის მიმართვა, ეს ღონისძიებების გაგრძელდება ხვალაც დდა კიდევ ერთხევ ჩვენ გვექნება საშუალება, რომ გავიხსენოთ ზვიად გამსახურდია, ეროვნული მოძრაობის გმირების ცხოვრება და მოღვაწეობა, რომლებმაც დღემდე მოგვიტანეს ჩვენი ქვეყნის ისტორია“, - განაცხადა ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ.
ზვიად გამსახურდიას 31 მარტს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა.