ახალი ამბები
ზუგდიდში თვითმმართველობის განვითარების ფედერალური ფონდი უნდა შეიქმნას - ჯგუშია
FaceBook Twitter
E-mail Print
"სამეგრელოს ხმის" დამფუძნებლის და მერობის მსურველის, თენგიზ ჯგუშიას ინიციატივაა, ზუგდიდში საქართველოს თვითმმართველობების ინსტიტუციური განვითარების ფედერალური ფონდი ამოქმედდეს. ამის შესახებ მან მერიის შენობის წინ განაცხადა, რომლის კედელზეც პირველი პრეზიდენტის მემორიალური დაფაა განთავსებული ნიშნად იმის, რომ აქ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ზვიად გამსახურდია მუშაობდა.

თენგიზ ჯგუშიას თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, მერის უფლებამოსილების შესრულების პირველსავე დღეს, ის ამ ინიციატივით მიმართავს ხელისუფლებას. ამბობს, რომ ფონდის თავდაპირველი ადგილმდებარეობა ზუგდიდი იქნება, თუმცა როტაციის პრინციპით ის ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში გადაინაცვლებს. მისივე განმარტებით, სიახლის დანერგვამ უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში თვითმმართველობის ინსტიტუტის გაძლიერება, რაზეც ზვიად გამსახურდია ოცნებობდა. ამბობს, რომ ფონდს პირველი პრეზიდენტის სახელი უნდა ეწოდოს.

"ეს არის ზვიადის ეროვნული იდეების გაგრძელება. ეროვნულობა არ არსებობს თავისუფალი არჩევანის გარეშე, თავისუფალი იდეების გარეშე. ეს არის ჩემთვის ზვიადის ფილოსოფია", - განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ.

მისი თქმით, მსგავსი ნაბიჯია პირველი პრეზიდენტისადმი პატივისცემის გამოხატვა და არა "მრგვალი თარიღების" იმ ფორმით აღნიშვნა, რა ფორმითაც ამას ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლება აკეთებს. "სამეგრელოს ხმის" დამფუძნებელი ამბობს, რომ ზვიად გამსახურდიამ სწორედ საკუთარი დაბადების დღეს აჩუქა მოსახლეობას პირველი თავისუფალი რეფერენდუმი დამოუკიდებლობაზე და თვითმმართველობის არჩევნები, ამიტომაც მისი იდეების გაგრძელებად მხოლოდ კონკრეტული, შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები მიაჩნია.

თენგიზ ჯგუშიას თქმით, ის ზუგდიდის მერობის კანდიდატად ხვალ, პირველ აპრილს დარეგისტრირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი, მიუხედავად ოპოზიციური განწყობებისა ხელისუფლებისადმი, მათთან სახელმწიფოებრივ ჭრილში, მოსახლეობის კეთილდღეობისთვის თანამშრომლობას გეგმავს.

"ჩემი მიზანი იქნება არა რომელიმე ხელისუფლების მიმართ რევერანსული პოზიციები, არამედ მაქსიმალური მოთხოვნები თვითმმართველობის განვითარებისთვის, და არა მხოლოდ ზუგდიდში. ჩვენ მაშინ ვიქნებით ძლიერები, როცა გვექნება ისეთი თვითმმართველობა, რომელზეც ოცნებობდა ზვიად გამსახურდია", - განმარტა მან.

ის გამოეხმაურა ზუგდიდში მაღალჩინოსნების, ბიძინა ივანიშვილის და გიორგი გახარიას ვიზიტს და სტუმრობის პირველი პრეზიდენტის სახელთან დაკავშირება, წინასაარჩევნო კალნედრისთვის საგანგებო დამთხვევად შეაფასა, გამსახურდიას სახელთან და სამეგრელოსთან ხელოვნურ, ანგარებით დამოკიდებულებად. თენგიზ ჯგუშიას განმარტებით, მმართველი პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს ბოლო შვიდი წლის განმავლობაში არ გახსენებია ეს რეგიონი, ერთადერთი ინტერესი კი ასწლოვანი ხეების გატანით გამოხატა.

მერობის მსურველის თქმით, ის დღესვე მოინახულებს ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლთა ოჯახებს და გარდაცვლილთა საფლავებს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებული დამოუკიდებლობის რეფერენდუმიდან 28 წელი გავიდა. დღესვე პირველ პრეზიდენტს 80 წელი შეუსრულდებოდა.

საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ზუგდიდს შს მინისტრი და ვიცე პრემიერი, გიორგი გახარია ეწვია. წინა დღეებში კი აქ ბიძინა ივანიშვილიც იმყოფებოდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.