ახალი ამბები
ზუგდიდის მერია ბიზნესმენს 4 მილიონამდე ლარს ედავება
FaceBook Twitter
E-mail Print
ამ წუთებში ზუგდიდის მერიასთან ბიზნესმენი მანანა მიქავა საპროტესტო აქციას მართავს. ის მერის მოვალეობის შემსრულებელ მაიზერ ნანავასთან ითხოვს შეხვედრას. ამბობს, რომ სასამართლომ მას 3 მილიონ 700 ათასი ლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა იმის გამო, რომ ვერ შეასრულა გულუას პარკის ტერიტორიაზე მიწის შეძენის დროს განსაზღვრული ვალდებულებები.

მანანა მიქავა ამბობს, რომ ყოფილი მერის, ირაკლი გოგოხიას მმართველობის პირობებშიც იყო მსგავსი ჯარიმის შემთხვევა, რაც გაასაჩივრა და სარჩელი შემდეგ უკან გაიტანეს.

ბიზნესმენის თქმით, ის ვერც შეასრულებდა ამ დრომდე ვალდებულებებს, რადგან ეს მიწის ნაკვეთი მუდმივად დავის საგანი იყო.

ამბობს, რომ მის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი სამი დღის წინ ისევ შეიტანეს, რომელსაც თან სწორედ მაიზერ ნანავას ხელმოწერა ერთვის.

მანანა მიქავა ჯერ სამხარეო ადმინისტრაციასთან იმყოფებოდა, რის შემდეგაც მერიასთან გადმოინაცვლა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

აქციას შეუერთდა „სამეგრელოს ხმის“ ხელმძღვანელი და მერობის მსურველი თენგიზ ჯგუშია. მისი თქმით, ის აქ იმიტომ იმყოფება, რომ „დაჩაგრული ადამიანის“ უფლებებს იცავს.

მანანა მიქავამ მდინარე ჩხოუშთან მიწის ნაკვეთი 2008 წელს შეიძინა. ხელშეკრულების თანახმად, აკვაპარკი 2012 წლამდე უნდა აეშენებინა და 6 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაედო. თუმცა, ბიზნესმენის თქმით, ნაკისრი ვალდებულების შესრულება დაპატიმრების გამო ვერ მოახერხა. მიქავა 2010 წლის 26 ნოემბერს თაღლითობის მუხლით დააკავეს. ის ბიუჯეტისთვის გადასახადების დამალვის და „ლაზიკა კაპიტალისგან“ დიდი ოდენობის თანხის თაღლითური გზით მითვისებისთვის გაასამართლეს. პატიმრობიდან 2013 წლის აგვისტოში გათავისუფლდა, თუმცა კუთვნილ მიწაზე ნასყიდობის ხელშეკრულება გამგეობას უკვე ბათილად ჰქონდა ცნობილი. მან ზუგდიდის გამგეობას ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის გაუქმებაზე სასამართლო დავა მოუგო.

მას შემდეგ, რაც ზუგდიდი ორ მუნიციპალიტეტად გაიყო, მისი მიწა ქალაქს დარჩა. მანანა მიქავამ რამდენჯერმე მიმართა გამგეობას და საკრებულოს ახალი ინდივიდუალური აქტის გამოცემის თაობაზე. მერიიდან მიღებული პასუხის თანახმად, თუ 60 დღეში 4 მილიონიან ინვესტიციას არ განახორციელებდა, ნაკვეთი ჩამოერთმეოდა. განსაზღვრული ვადა მანანა მიქავას თქმით, საკმარისი არ აღმოჩნდა. საბოლოოდ, ტერიტორია საკრებულომ ჯერ სახელმწიფოს გადასცა, თუმცა მოგვიანებით მიწა კვლავ ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოს გადმოეცა.

ბიზნესმენი მანანა მიქავა ზუგდიდის მერიას სწორედ იმ მიწის ნაკვეთის დაბრუნებას ედავება, რისთვისაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ზუგდიდის ყოფილმა მერმა ლაშა გოგიამ და ვიცე მერმა გია გულორდავამ ქრთამი აიღეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.