ახალი ამბები
გიგი სიჭინავას ნახატებით რამდენიმე პაზლი უკვე დაიბეჭდა
გიგი სიჭინავას ნახატებით 10 პაზლი ტექნოპარკში უკვე დაიბეჭდა. როგორც „ლაივპრესს“ მოზარდის დედამ, ნათია სახოკიამ განუცხადა, სამომავლოდ დაგეგმილია პაზლის წარმოება და რეალიზაციაც.

გიგი სიჭინავას ნამუშევრების პაზლის გამოცემა ზუგდიდის მერიამ 1200 ლარით დააფინანსა. თანხა განსაკუთრებით ნიჭიერი მოზარდების პროგრამიდან გამოიყო.

14 წლის გიგი სიჭინავა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოზარდია.

ახალგაზრდა ხელოვანი ნამუშევრებს საკუთარ სახელოსნოში ქმნის და იქვე ინახავს. სახელოსნო მას მშობლებმა 2017 წელს გაუხსნეს.