ახალი ამბები
ზუგდიდის შიდა გზებზე ასფალტის დაგება დაიწყო - მერია
ზუგდიდის ქუჩებში, შიდა გზებზე დაიწყო საფარის აღდგენა. უკვე მიმდინარეობს სამუშაოები გოგებაშვილის და შარტავას ქუჩებზე. რამდენიმე დღეში კი ეს პროცესი მოიცავს შენგელიას, კობახიძის, ტაბიძის და გორგასლის ქუჩების რეკონსტრუქციას. აპრილის ბოლოდან, ეტაპობრივად სამუშაოები იგეგმება - მოსაშვილის, ცეტკინის და ჩიტაძის ქუჩებზე. ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, ჯამში გზის საფარი 100-ზე ქუჩაში აღდგება.

სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამუშაოებს წყალმომარაგების და წყალარინების მიმდინარე პროექტების ფარგლებში ახორციელებს.

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე არაერთხელ გამოითქვა პრეტენზია ქუჩებთან დაკავშირებით, რომ გადაადგილება მძღოლებთან ერთად მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს გადათხრილი და შემდეგ ამოუვსები ორმოების გამო.

აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება. გრძელდება კანალიზაციის ქსელის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.

ჯამში ამ ყველაფერზე 220 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

ასევე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, იგეგმება შემდეგი ქუჩების აღდგენა - ხელაიას, ჩიქობავას, ლაზის, ბარამიას, ქობულეთის, ზვიად გამსახურდიას, კონსტანტინე გამსახურდიას, თამარ მეფის და თაბუკაშვილის ქუჩების.